სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარ თავდასხმას ქართველი ქალი ემსხვერპლა - რას წერს ადგილობრივი მედია | Allnews.Ge

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარ თავდასხმას ქართველი ქალი ემსხვერპლა - რას წერს ადგილობრივი მედია

13 აპ­რილს, ავ­სტრა­ლი­ა­ში, სიდ­ნე­ი­ში, და­ნით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში 5 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა და რამ­დე­ნი­მე დაჭ­რა. თავ­დამ­სხმე­ლი პო­ლი­ცი­ამ მოკ­ლა.

ავ­სტრა­ლი­ის მე­დია აქ­ვეყ­ნებს მსხვერ­პლთა ვი­ნა­ო­ბას და მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლებს შო­რის არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, ფიქ­რია დარ­ჩია.

"55 წლის ფიქ­რია დარ­ჩია ერთ-ერთი ხუთ მოკ­ლულს შო­რის. ის იყო მხატ­ვა­რი, დი­ზა­ი­ნე­რი. შე­ეძ­ლო სა­უ­ბა­რი სამ ენა­ზე - ქარ­თულ, ინ­გლი­სურ და რუ­სულ ენებ­ზე, სწავ­ლობ­და ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას. დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია", - წერს ABC.

ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ადას­ტუ­რე­ბენ. უწყე­ბის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო კონ­ტაქ­ტზეა გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­თან და მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბი.

“ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვის ცნო­ბი­ლი არის სიდ­ნე­ი­ში, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში თავ­დას­ხმის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლოს (და ავ­სტრა­ლი­ის) მო­ქა­ლა­ქის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ. ჩვენ თა­ნა­ვუგ­რძნობთ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს და ასე­ვე, ავ­სტრა­ლი­ის მთავ­რო­ბას და ხალ­ხს აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თათ­ვის. ქარ­თუ­ლი მხა­რე შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამს მომ­ხდა­რის გამო. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო კონ­ტაქ­ტზეა გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­თან და მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბი”,- აღ­ნიშ­ნა­ვენ უწყე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ას მა­ლე­ვე შე­ა­ტყო­ბი­ნეს. ქალ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა ეჭ­ვმი­ტა­ნილს ცე­ცხლი გა­უხ­სნა, რის შე­დე­გა­დაც იგი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ავ­სტრა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მისი გამ­ბე­და­ო­ბა შე­ა­ქო - ”ის, რა თქმა უნდა, გმი­რია. ეჭვგა­რე­შეა, რომ მან სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა“, - თქვა ალ­ბა­ნეს­მა.ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვი გა­ურ­კვე­ვე­ლია, თუმ­ცა არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ საქ­მე ტე­რო­რიზ­მთან ჰქონ­დეთ. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ თავ­დამ­სხმე­ლი მარ­ტო მოქ­მე­დებ­და.

"ეს იყო ძა­ლა­დო­ბის სა­ში­ნე­ლი აქტი, გა­მიზ­ნუ­ლი უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ" - გა­ნა­ცხა­და ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

myquiz