"საქართველოს სჭირდება სტალინი, თორემ გლობალისტი ნაძირალები დაანგრევენ ამ ლამაზ ქვეყანას" - დუგინის აზრით, "საქართველო სწორ გზაზეა": რას წერს კრემლის პროპაგანდისტი | Allnews.Ge

"საქართველოს სჭირდება სტალინი, თორემ გლობალისტი ნაძირალები დაანგრევენ ამ ლამაზ ქვეყანას" - დუგინის აზრით, "საქართველო სწორ გზაზეა": რას წერს კრემლის პროპაგანდისტი

კრემ­ლის მთა­ვა­რი იდე­ო­ლო­გი, ალექ­სან­დრე დუ­გი­ნი ეხ­მი­ა­ნე­ბა “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს. დუ­გი­ნი და­დე­ბი­თაც აფა­სებს კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და მისი აზ­რით, "სა­ქარ­თვე­ლო სწორ გზა­ზეა" და რუ­სეთ­მაც "ასე­თი­ვე გზა გა­ი­ა­რა"

"სა­ქარ­თვე­ლო სწორ გზა­ზეა. თუ გსურთ სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი, გა­ა­ნად­გუ­რეთ მე­ხუ­თე კო­ლო­ნა. ჩვენ ამ გზას გავ­ყე­ვით და და­დე­ბი­თი ეფექ­ტიც არის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია და ჩვენ კვლავ სი­მაღ­ლე­ზე ვართ. რამ­დე­ნი ლი­ბე­რა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტო რჩე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის სიღ­რმე­ში - ელი­ტა­ში, ბი­უ­როკ­რა­ტი­ა­ში, გა­ნათ­ლე­ბა­ში, კულ­ტუ­რა­ში, ბიზ­ნეს­ში. მაგ­რამ ღვთის დახ­მა­რე­ბით, ჩვენ განვწმენდთ მათ.

სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა სტა­ლი­ნი, თო­რემ გლო­ბა­ლის­ტი ნა­ძი­რა­ლე­ბი და სირ­ცხვი­ლი და­ან­გრევს ამ ლა­მაზ ქვე­ყა­ნას", - წერს დუ­გი­ნი "ტე­ლეგ­რამ" არხზე.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. პა­რა­ლე­ლუ­რად კი ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ წარ­დგე­ნილ პრო­ექტს დღეს იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტი გა­ნი­ხი­ლავს.

myquiz