როგორ გამოიყურება ყველაზე საშიში მცენარე, რომელიც ერთი შეხებით კლავს - მას არავინ უნდა მიეკაროს | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება ყველაზე საშიში მცენარე, რომელიც ერთი შეხებით კლავს - მას არავინ უნდა მიეკაროს

ჩვენი პლანეტა გვაოცებს ფლორის მრავალფეროვნებით, ზოგიერთი მცენარე და მისი შესაძლებლობები კი ადამიანის ფანტაზიას ცდება.სამწუხაროდ, მშვენიერი მცენარეების გარდა არსებობს მცენარეები, რომლებიც შთაბეჭდილებას ახდენენ არა სილამაზით, არამედ თვისებებით და შედეგებით, რომელსაც თან ახლავს საშინელი ტკივილი და სიკვდილიც კი.

ეს სახიფათოა

ჭინჭრის ხე მსოფლიოში ფლორის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ წარმომადგენლად არის აღიარებული. ავსტრალიაში იგი მკვლელ მცენარედ ითვლება. ვიზუალურად დიდ გაშლილ ბუჩქს ჰგავს, რომლის ფოთლები გულის მსგავსია, ნაყოფი კი თუთის კენკრას მიუგავს. დანახვისას წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რომ შეიძლება სახიფათო იყოს, მაგრამ სინამდვილეში ასეა.მისი ღერო, ფოთლები და კენკრა მჭიდროდაა დაფარული წვრილი ბუსუსებით, ისევე როგორც ჭინჭარი, თუმცა შეხების შემთხვევაში ბევრად სერიოზული შედეგებია მოსალოდნელი.

mce11-1713244640.jpg

საქმე ის გახლავთ, რომ ჭინჭრის ხის ბუსუსები შეიცავს ძლიერ ტოქსინს, რომელსაც შეუძლია საშინელი ტკივილის გამოწვევა. კვინსლენდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ აღნიშნული ტოქსინი ობობებისა და კონუსის ფორმის ლოკოკინების შხამების იდენტურია, რაც იწვევს საშინელ ტკივილს, ის შეიძლება შევადაროთ დამწვრობის ან ელექტროშოკის დროს მიღებულ ტკივილს. უფრო მეტიც, თუ ჭინჭრის დასუსხვის შედეგად ტკივილი რამდენიმე წუთში გაივლის, ჭინჭრის ხის შეხებით გამოწვეული ტკივილი შეიძლება მრავალი საათისა და თვეების განმავლობაშიც კი გაგრძელდეს. იხილეთ სრულად

myquiz