"რაც გააკეთეს, პოლიტიკური ჰარაკირია... შეხედეთ, კაცი არ დარჩათ, ვინც მათ პოზიციას დაიცავს" - ექსპერტი პარლამენტში ე.წ. აგენტების კანონპროექტის დაბრუნებაზე | Allnews.Ge

"რაც გააკეთეს, პოლიტიკური ჰარაკირია... შეხედეთ, კაცი არ დარჩათ, ვინც მათ პოზიციას დაიცავს" - ექსპერტი პარლამენტში ე.წ. აგენტების კანონპროექტის დაბრუნებაზე

პარ­ლა­მენ­ტში "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა და­ი­წყო. ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ წარ­დგე­ნილ პრო­ექტს დღეს იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტი, პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლავს.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის დაბ­რუ­ნე­ბას, გამჭვირ­ვა­ლო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბით ხსნის და ამ­ბობს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იცო­დეს, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ვის­გან იღე­ბენ და­ფი­ნან­სე­ბას, რის­თვის, რამ­დენს და რაში ხარ­ჯა­ვენ. ამას­თა­ნა­ვე, აქ­ცენტს აკე­თე­ბენ იმა­ზე, რომ მსგავ­სი კა­ნო­ნი მოქ­მე­დებს ამე­რი­კა­ში და ევ­რო­პის ცალ­კე­ულ ქვეყ­ნებ­ში, ევ­რო­კავ­ში­რი აპი­რებს მი­ი­ღოს მსგავ­სი კა­ნო­ნი და რა­ტომ არა აქვს სა­ქარ­თვე­ლოს უფ­ლე­ბა, რომ მსგავ­სი კა­ნო­ნი აქაც მოქ­მე­დებ­დეს. ამ სა­კი­თხზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სპერ­ტი სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძე სა­უბ­რობს:

- კი ბა­ტო­ნო, შე­მო­სავ­ლე­ბი­სა და ხარ­ჯე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბა ძა­ლი­ან კარ­გია, წე­სით ასეც უნდა იყოს რო­გორც სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­ში, ასე­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო­ში, მაგ­რამ პრობ­ლე­მა ჩნდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც საქ­მე მიდ­გე­ბა კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე. პრობ­ლე­მაა პო­ლი­ტი­კუ­რი ნება - თა­ვის დრო­ზე ვნა­ხეთ ასე­ვე ვი­თომ კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი მიზ­ნით შექ­მნი­ლი კა­ნო­ნი რო­გორ აა­მუ­შა­ვა და გა­მო­ი­ყე­ნა პუ­ტინ­მა რუ­სეთ­ში.

რო­გორც ვიცი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ისე­დაც აქვთ შე­მო­სავ­ლე­ბი­სა და ხარ­ჯე­ბის შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­ში წარ­დგე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. თუ მეტი გამჭვირ­ვა­ლო­ბა სურ­დათ, შე­ეძ­ლოთ სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექსში შე­ე­ტა­ნათ ცვლი­ლე­ბა და მო­ექ­ცი­ათ ყვე­ლა მსგავ­სი ორ­გა­ნი­ზა­ცია ერთ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ჩარ­ჩო­ში. საქ­მეც ის არის, რომ ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი ერთ სა­კა­ნონ­მდებ­ლო სივ­რცე­ში არ აყე­ნებს ყვე­ლას.

ნა­ხეთ, რა ხდე­ბა: მე თუ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ვარ სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან, ვექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი ამ კა­ნონს, წარ­ვად­გენ ჩემს ფი­ნან­სურ დეკ­ლა­რა­ცი­ას და რო­დე­საც დას­ჭირ­დე­ბათ, და­ი­წყე­ბენ ლა­პა­რაკს, რომ თურ­მე უცხო­ე­თი­დან ვფი­ნანსდე­ბი და უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტი ვარ, მაგ­რამ თუ მაქვს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია და მა­ფი­ნან­სებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ამ კა­ნონს არ ვექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი, ჩემი შე­მო­სავ­ლე­ბი და ხარ­ჯე­ბი არ არის გამჭვირ­ვა­ლე. უპირ­ვე­ლე­სად ეს კა­ნო­ნი რუ­სუ­ლია იმის გამო, რომ ასე ყოფს ერთი ტი­პის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს. რუ­სე­თი პეტ­რე პირ­ვე­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ცდი­ლობს ერ­თსა და იმა­ვე სივ­რცე­ში მოქ­მედ აქ­ტო­რებს სხვა­დას­ხვა პი­რო­ბა შე­უქ­მნას. პი­რო­ბი­თად, მე­ფეს­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რებს კარტ-ბლან­ში მის­ცეს, და­ნარ­ჩე­ნებს კი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი შე­უქ­მნას. აი, ამი­ტო­მაც არის ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი რუ­სუ­ლი. რაც მთა­ვა­რია, ის ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­ის მთა­ვარ არსს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა - თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბას.

რო­დე­საც პუ­ტინ­მა ეს კა­ნო­ნი შე­მო­ი­ღო, იმ­თა­ვით­ვე გა­და­წყვი­ტა, რომ მას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი კარ­გად ყო­ფი­ლიყ­ვნენ, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა აგენ­ტე­ბად. ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­შიც სა­თა­ვე­ში­ვე ყოფს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან" და­ახ­ლო­ე­ბუ­ლად და სხვე­ბად.

- იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ამ კა­ნონპ­რო­ექტს შარ­შან რამ­ხე­ლა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა, რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ გა­და­წყვი­ტა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მისი ხე­ლახ­ლა ინი­ცი­რე­ბა?

- შე­იძ­ლე­ბა ვცდე­ბი, მაგ­რამ არა მგო­ნია, ამას ჰქონ­დეს ლო­გი­კურ-პრაგ­მა­ტუ­ლი მი­ზე­ზე­ბი. ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, თა­ვის დრო­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სურ­და ამ კა­ნო­ნის გა­ტა­ნა, არ გა­მო­უ­ვი­და და ახლა გა­და­წყვი­ტა თა­ვი­სი მა­ინც გა­ი­ტა­ნოს. ჩემი აზ­რით, აქ უნდა ვე­ძე­ბოთ არა პრაგ­მა­ტუ­ლი, არა­მედ პი­როვ­ნუ­ლი მი­ზე­ზე­ბი, რაც არა­ნა­ირ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რო­ბას არ ეფუძ­ნე­ბა. აქამ­დეც არა­ერ­თხელ მით­ქვამს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ორი ვა­დის მე­ტად არ უნდა დარ­ჩეს ესა თუ ის პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა. ორი ვა­დის შემ­დეგ იწყე­ბა მისი დეგ­რა­და­ცია, სამ­წუ­ხა­როდ, ახლა სწო­რედ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დეგ­რა­და­ცი­ას ვა­დევ­ნებთ თვალს. ამას­თა­ნა­ვე, ივა­ნიშ­ვილს სურს ყვე­ლა გა­მო­ა­ცხა­დოს აგენ­ტად და თვი­თონ ვი­საც აფი­ნან­სებს, ის ხალ­ხი და­ტო­ვოს ას­პა­რეზ­ზე. თუმ­ცა ეს კა­ნო­ნი რომც გა­ვი­დეს, არა­ფე­რი გა­მო­უ­ვათ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ იმუ­შა­ვებს ისე, რო­გორც რუ­სეთ­ში, ქარ­თვე­ლე­ბი ამას არ შე­ე­გუ­ე­ბი­ან და ივა­ნიშ­ვი­ლიც ვე­ღარ არის ისე­თი ძლი­ე­რი ფი­გუ­რა, რომ ეს მო­ა­ხერ­ხოს.

- ფიქ­რობთ, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" დიდი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა სა­კუ­თარ თავს? ვხე­დავთ, რამ­ხე­ლა პრო­ტეს­ტია ქვე­ყა­ნა­ში, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოხ­მა­უ­რე­ბის მას­შტაბ­ზე. ისი­ნიც კი ალა­პა­რაკ­დნენ, ვი­საც შარ­შან პრო­ტეს­ტი არ გა­მო­უთ­ქვამთ.

- დარ­ტყმა მარ­თლაც დიდი მი­ად­გათ, შე­ხე­დეთ, კაცი არ დარ­ჩათ, ვინც მათ პო­ზი­ცი­ას და­ი­ცავს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან აფი­ლი­რე­ბულ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში გა­ურ­კვე­ვე­ლი ხალ­ხი ცდი­ლობს ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის სი­კე­თე­ში დაგ­ვარ­წმუ­ნოს. მე ტე­ლე­ვი­ზი­ებს არ ვუ­ყუ­რებ, თუმ­ცა ჩემ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა რა­ღაც ჩა­ნა­წე­რი მა­ნა­ხა, ერთ-ერთ არხზე ქა­ლე­ბი ის­ხდნენ და ყვე­ლას უბინ­ძუ­რე­სი ენით ლან­ძღავ­დნენ, მხო­ლოდ 3 წუთი შევ­ძე­ლი მე­ყუ­რე­ბი­ნა. ვფიქ­რობ, ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­მობ­რუ­ნე­ბა მათ­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი ჰა­რა­კი­რის ტოლ­ფა­სია. ბოლო ხანს სულ ვამ­ბობ­დი, რომ მათ არ­ჩევ­ნე­ბი მო­გე­ბუ­ლი ჰქონ­დათ, ვფიქ­რობ­დი, რომ 50%-ს თუ ვერ აი­ღებ­დნენ, პირ­ველ ად­გილ­ზე დიდი მხარ­და­ჭე­რით გა­ვი­დოდ­ნენ, მაგ­რამ ამის შემ­დეგ რა იქ­ნე­ბა, ნამ­დვი­ლად არ ვიცი. ვნა­ხოთ, ამი­ე­რი­დან რო­გორ იმოქ­მე­დებ­დნენ. შე­იძ­ლე­ბა კა­ნონპ­რო­ექ­ტი უკან გა­იწ­ვი­ონ, მაგ­რამ ესეც ძა­ლი­ან და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მათ­თვის. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ქმე­დე­ბე­ბი ლო­გი­კას აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ვი­მე­ო­რებ - მათ რაც გა­ა­კე­თეს, პო­ლი­ტი­კუ­რი ჰა­რა­კი­რია. სწო­რად თქვა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა, და­ამ­ტკი­ცე­ბენ თუ უკან გა­იწ­ვე­ვენ, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის­თვის თით­ქმის ერ­თნა­ი­რი უბე­დუ­რე­ბა­აო. ცუგცვან­გში არი­ან. თუ ძა­ლი­ან დიდი პრო­ტეს­ტი და დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი იქ­ნე­ბა, ბო­ლოს ისევ შარ­შან­დე­ლი­ვით იტყვი­ან ალ­ბათ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბას ვით­ვა­ლის­წი­ნებთ და უკან მიგ­ვაქ­ვსო. არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ვი­თა­რე­ბაა. თუმ­ცა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში და­ზი­ან­და ქვეყ­ნის იმი­ჯიც.

აქვე მინ­და ერთ თე­მას შე­ვე­ხო. ბევ­რს ლა­პა­რა­კო­ბენ, მათ შო­რის მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წევ­რე­ბი, დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე, რომ ერ­თი­ა­ნო­ბაა სა­ჭი­რო. ასე­თი ერ­თი­ა­ნო­ბის სა­ფუძ­ვლად გვექ­ცა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის საგ­ზუ­რის მო­პო­ვე­ბა, მაგ­რამ რა ქნეს პო­ლი­ტი­კო­სებ­მა? გა­და­წყვი­ტეს, რომ ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბიც კი პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და­ყონ, რაც სრუ­ლი­ად ამო­რა­ლუ­რია. შეც­დო­მას შეც­დო­მა­ზე უშ­ვე­ბენ. ახლა ცდი­ლობს თით­ქოს კახი კა­ლა­ძე თა­ვი­სი იდი­ო­ტუ­რი ნათ­ქვა­მის გა­მოს­წო­რე­ბას, მაგ­რამ სი­ტყვას უკან ვე­ღარ და­აბ­რუ­ნებ, ამი­ტომ ვურ­ჩევ, ჯერ იფიქ­რონ და მერე ილა­პა­რა­კონ. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

myquiz