"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღეს, 19:00 საათზეც გაიმართება | Allnews.Ge

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღეს, 19:00 საათზეც გაიმართება

სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით, "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ცია დღეს სა­ღა­მოს, 19:00 სა­ათ­ზეც გა­ი­მარ­თე­ბა.

პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან შე­იკ­რი­ბე­ბი­ან ლო­ზუნ­გით: "კი ევ­რო­პას, არა რუ­სულ კა­ნონს“.

"ნუ დარ­ჩე­ბი სახ­ლში, გა­მო­დი გა­რეთ! რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი გვე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს! რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი არის დიდი კე­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­პას შო­რის!“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მიერ "ფე­ის­ბუქ­ზე“ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

პარ­ლა­მენ­ტთან აქ­ცია - "არა რუ­სულ კა­ნონს“ დღეს დი­ლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა პარ­ლა­მენ­ტის უკან გა­შა­ლეს ბა­ნე­რი წარ­წე­რით: "დი­დე­ბა, ვინც კი­დევ გვაბ­რძო­ლებს იმე­დით“.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პარ­ლა­მენ­ტმა "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა და­ი­წყო. ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ წარ­დგე­ნილ პრო­ექტს დღეს იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტი, პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლავს.

myquiz