"აქციის მონაწილეების ქმედებების შედეგად დაშავდა სამინისტროს ერთი თანამშრომელი"- რამდენი ადამიანი დაკავეს გუშინ აქციაზე? | Allnews.Ge

"აქციის მონაწილეების ქმედებების შედეგად დაშავდა სამინისტროს ერთი თანამშრომელი"- რამდენი ადამიანი დაკავეს გუშინ აქციაზე?

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად და­შავ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­საც შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

შსს-ს ცნო­ბით, პო­ლი­ცი­ამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის მუხ­ლე­ბით 14 პირი და­ა­კა­ვა."ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თია თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვის მიზ­ნით არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად და­შავ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­საც შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია.სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა არა­ერ­თხელ მო­უ­წო­დეს აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­სა და მო­ნა­წი­ლე­ებს, რომ და­მორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას, არ გას­ცდე­ნოდ­ნენ შეკ­რე­ბის და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის კა­ნო­ნით და­საშ­ვებ ფარ­გლებს, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს მათი კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნა, და­არ­ღვი­ეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს გა­უ­წი­ეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და მი­ა­ყე­ნეს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, რის შე­დე­გა­დაც პო­ლი­ცი­ამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე და 173-ე მუხ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად 14 პირი და­ა­კა­ვა“, - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, პარ­ლა­მენ­ტთან "უცხო­უ­რი გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ცია 19:00 სა­ათ­ზე გა­ნახ­ლდა. აქ­ცი­ა­ზე ვი­თა­რე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე და­ი­ძა­ბა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ცდი­ლობ­დნენ პარ­ლა­მენ­ტის­თვის მსვლე­ლო­ბით წრის შე­მორ­ტყმას, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც მათ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა არ მის­ცეს. ად­გილ­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლი იყო სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი და წყლის ჭავ­ლის მან­ქა­ნა. ამ დრო­ის­თვის, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კვლავ რჩე­ბა მო­მი­ტინ­გე­თა ნა­წი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, "უცხო­უ­რი გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექტს პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტი დღეს პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლავ­და. კო­მი­ტეტ­მა პრო­ტეს­ტის, ხმა­უ­რი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბის ფონ­ზე კა­ნონპ­რო­ექტს მხა­რი და­უ­ჭი­რა.

myquiz