79-სართულიანი შენობა, 5500 ავტოსადგომი - როგორი იქნება კომპლექსი, რომლის მშენებლობაც იპოდრომთან იგეგმება (+ფოტო) | Allnews.Ge

79-სართულიანი შენობა, 5500 ავტოსადგომი - როგორი იქნება კომპლექსი, რომლის მშენებლობაც იპოდრომთან იგეგმება (+ფოტო)

იპოდრომის ცენტრალური პარკის გვერდით მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადი დედაქალაქიის მერიის შესაბამის სამსახურებში რამდენიმე დღის წინ შევიდა.

უფრო კონკრეტულად, საპროექტო ტერირიტორია მდებარეობს საბურთალოს რაიონში, მიხეილ თამარაშვილისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩების კვეთაზე. საპროექტო არეალს ჩრდილოეთით ესაზღვრება მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობები, აღმოსავლეთით - იპოდრომის ცენტრალური პარკი, ხოლო დასავლეთით - თამარაშვილის ქუჩა და დაგეგმილი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „სითიზენი“.

1-1713256804-1713258572.png

„მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებით პრინციპი ემყარება კომპაქტური ქალაქის შექმნას. ცენტრალური პარკის გვერდით ასეთი ტიპის მიზიდულობის წერტილის გაჩენა ხელს უწყობს როგორც საჯარო, ისე კერძო ინტერესების თანაბარ ხელშეწყობას, ე.წ. Public Goods და Private Goods პროპორციულ განვითარებას.

5-1713256850-1713258582.png

საპროექტო გადაწყვეტით ტერიტორია იყოფა 2 ნაწილად, N1 მიწის ნაკვეთზე განთავსდება სავაჭრო, საოფისე და საცხოვრებელი შენობები. საუბარია, 2 შენობაზე, რომელთა მაქსიმალური სიმაღლე 25 სართულია. ხოლო N2 ნაკვეთი უმეტესად განვითარდება სავაჭრო, დასასვენებელი, გასართობი, სპორტული და საცხოვრებელი ფუნქციებით. ჯამში, საუბარია, 5 შენობაზე, რომელთა მაქსიმალური სიმაღლეც 79 სართულია. იხილეთ სრულად

myquiz