პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - რა ხდება ადგილზე? | Allnews.Ge

პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - რა ხდება ადგილზე?

ა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის უკა­ნა შე­სას­ვლელ­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან სხვა­დას­ხვა ონ­ლა­ინ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექტს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი არის რუ­სუ­ლი და პარ­ლა­მენ­ტმა არ უნდა მი­ი­ღოს.

ად­გილ­ზე გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი. პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

ცნო­ბის­თვის, "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტი გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან გა­აპ­რო­ტეს­ტეს. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან დი­ლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. გარ­და ამი­სა, იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა, სა­დაც აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტატს და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს. შსს-ის ცნო­ბით, გვი­ან ღა­მით აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად და­შავ­და სა­მი­ნის­ტროს ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ხოლო პო­ლი­ცი­ამ 14 პირი და­ა­კა­ვა.

myquiz