"ოქროს გლობუსის" დაჯილდოვებაზე მერილ სტრიპი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოვიდა
საიდუმლო არ არის, რომ ჰოლივუდში ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულ პრეზიდენტს არ სწყალობენ. შეიძლება ითქვას რომ ტრამპს ვარსკვლავებს შორის მიმდევრები არ ჰყავს. "ოქროს გლობუსის" დაჯილდოვებისას თეთრი სახლის ახალი ლიდერის მიმართ რამდენიმე ხუმრობაც გაისმა.
ნაკლებად იუმორისტული აღმოჩნდა მერილ სტრიპის მიერ წარმოთქმული სიტყვა. მსახიობმა საპატიო ოქროს გლობუსი დამსახურა, თუმცა, ამ შემთხვევაში საკუთარ კარიერასა და მიღწევებზე საუბარს უფრო მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა ამჯობინა.
Allnews.ge მერილ სტრიპის სიტყვას სრულად გთავაზობთ:
"მსურს დიდი მადლობა გადავუხადო უცხოური პრესის ასოციაციას. ჰიუ ლორის ნათქვამი რომ გავიმეორო, ყველა ჩვენგანი, ვინც ამ დარბაზში ვიმყოფებით ამერიკის საზოგადოების ყველაზე დამცირებულ ჯგუფს მივეკუთვნებით. იფიქრეთ ამაზე. ჰოლივუდი, უცხოელები და პრესა. მაგრამ ვინ ვართ ჩვენ და რა არის ჰოლივუდი. ეს ადამიანთა ჯგუფია მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან.
მე დავიბადე, გავიზარდე და განათლება მივიღე ნიუ ჯერსის საჯარო სკოლაში, ვიოლა საერთო საცხოვრებელში სამხრეთ კაროლინაში. სარა პოლსონი ფლორიდაში დაიბადა და მარტოხელა დედამ ბრუკლინში აღზარდა. სარა ჯესიკა პარკერი ერთ-ერთი იყო შვიდი თუ რვა ოჰაიოელი ბავშვიდან. ემი ადამსი ვენეციიდანაა, ნატალი პორტმანი იერუსალიმში დაიბადა, მშვენიერი რუთ ნეგას სახლი ეთიოპიაში იყო და ახლა ის აქ არის ნომინირებული. დევ პატელი კენიიდანაა და ლონდონში გაიზარდა, რაიან გოსლინგი კი როგორც ყველა შესანიშნავი ადამიანი, კანადიდან მოდის. თუ ჩვენ მათ ჩვენი ქვეყნიდან წასვლისკენ ვუბიძგებთ, აღარაფერი გვექნება საყურებელი გარდა, ფეხბურთისა და შერეული საბრძოლო ხელოვნებისა, რომელიც სულაც არ არის ხელოვნება.
მსახიობის მთავარი მოვალეობაა, მისგან სრულიად განსხვავებული ადამიანის ცხოვრება და გრძნობები ასახოს და გადმოსცეს.
წელს ძალიან ძლიერი, სუნთქვის შემკვრელი და ღრმა ნამუშევრები ვიხილეთ. თუმცა, ერთი გამაოგნებელი წარმოდგენის მოწმენიც გავხდით, რომელმაც გულში თავისი ბრჭყალები ჩაგვასო, არა იმიტო რომ კარგი იყო, არამედ იმიტომ რომ ეფექტური იყო და თავისი საქმე გააკეთა, სამიზნე აუდიტორიას სიცილი მოჰგვარა და კბილები გამოაჩენინა. ეს იყო მომენტი, როდესაც ადამიანმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ყველაზე პატივსაცემ თანამდებობას ითხოვდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე რეპორტიოს გამოაჯავრა. ადამიანს რომელსაც პრივილეგიით და ძალით ჭარბობდა. ამ სცენის ნახვამ გული გამიტეხა, ჯერ კიდევ ვერ ვახერხებ თავიდან ამოგდებას, რადგან ეს ფილმში არ ხდებოდა, ამას რეალურ ცხოვრებაში ჰქონდა ადგილი.
როდესაც ასეთი ქცევა რომელიმე ძლევამოსილი პირის მიერ, საჯარო პლატფორმაზე ხდება, იგი ღმად ილექება ჩვენს ცნობიერებაში და შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ეს მსგავსი ქმედების უფლებას სხვა ადამიანებსაც აძლევს. უპატივცემულობა უპატივცემულობას იწვევს, ძალადობა ძალადობის საფუძველი ხდება და როდესაც გავლენიანი ადამიანი საკუთარ პოზიციას სხვების დასამცირებლად იყენებს, ჩვენ ყველანი ვმარცხდებით.
ამ ყველაფერმა პრესასთან მომიყვანა.
ჩვენ გვჭირდება პრინციპული პრესა რათა საპასუხო ძალა შევინარჩუნოთ.
აი რატომ მიამაგრეს დამფუძნებელმა მამებმა პრესა და მისი თავისუფლება კონსტიტუციას. მე ვთხოვ უცხოური პრესის ასოციაციას და ჩვენს საზოგადოებას, რომ დავემხაროთ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტს. ჩვენ ისინი ძალიან დაგვჭირდებიან, მათ ჩვენი თანადგომა სიმართლის დასაცავად სჭირდებათ.
კიდევ ერთი, როდესაც მე გადასაღებ მოედანზე წუწუნს ვიწყებდი, როდესაც რამდენიმე საათის განმავლობაში შეუსვენებლად ვმუშაობდით და ჭამის დროც არ გვქონდა, ტომი ლი ჯონსმა მკითხა: "მერილ, განა პრივილეგია არ არის, იყო მსახიობი?"- კი, ნამდვილად არის და ჩვენ უნდა შევახსენოთ ერთმანეთს ეს პრივილეგია და მისით გამოწვეული პასუხისმგებლობა და სიამაყე უნდა გვავსებდეს ჰოლივუდში მუშაობის გამო. როგორც ერთხელ ჩემმა მეგობარმა, ძვირფასმა პრინცესა ლეამ მითხა "აიღე შენი გატეხილი გული და ხელოვნებად აქციე!!".
მერილ სტრიპის მიმართვას დონალდ ტრამპი უკვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არც ეს გამოსვლა უნახავს და არც დაჯილდოვებისთვის მიუდევნებია თვალი თუმცა, "კინოს ლიბერალი ხალხისგან" თავდასხმა არ გაჰკვირვებია.