მსოფლიო
15.07.2016 / 07:07
შრიფტის ზომა:

საფრანგეთის პრეზიდენტი - საფრანგეთი სირიასა და ერაყში ტერორისტებთან ბრძოლას გააძლიერებს

საფრანგეთის პრეზიდენტი - საფრანგეთი სირიასა და ერაყში ტერორისტებთან ბრძოლას გააძლიერებს

საფრანგეთი სირიასა და ერაყში ტერორისტებთან ბრძოლას გააძლიერებს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ნიცაში მომხდარის ტერაქტის შემდეგ ტელემიმართვაში განაცხადა.

"ჩვენ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს ქმედებებს სირიასა და ერაყში და გავაგრძელებთ დარტყმების მიტანას მათზე, ვინც ჩვენს მიწაზე გვესხმის თავს", - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.

გუშინ ადგილობრივი დროით 23:00-ზე ნიცაში, სადაც მოსახლეობა ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში უზარმაზარი სატვირთო ავტომობილი შევარდა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

თვითმხილველების ცნობით, მძღოლი განგებ ატარებდა მანქანას ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაესრისა.

ტერორისტმა დაახლოებით 2 კილომეტრის გზა გაიარა, რის შემდეგაც სატვირთო მანქანა გააჩერა და იქ მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა.

ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს.

სატვირთო მანქანაში საბრძოლო მასალა და იარაღი აღმოაჩინეს.

პარიზსა და ნიცაში სახელმწიფო დროშები დაუშვეს

მოგვიანებით გაირკვა, რომ მძღოლი 31 წლის ტუნისელი იყო. სააგენტო "როიტერის" ცნობით, ის სამართალდამცავი ორგანოებისთვის დანაშაულებრივი ქმედებების გამო ადრეც იყო ცნობილი.

პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მსოფლიოს 10 უნიკალური ფესტივალი | Allnews.Ge

მსოფლიოს 10 უნიკალური ფესტივალი

Allnews.ge მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე უნიკალური და საინტერესო ფესტივალების შესახებ მოგითხრობთ:

1. რიო-დე-ჟაინეროს კარნავალი, ბრაზილია

ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფესტივალია, რომელიც რიო-დე-ჟაინეროს ქუჩებში ყოველწლიურად იმართება. მასში დაახლოებით, 2 მილიონი ადამიანი მონაწილეობს. იგი მსოფლიოში ყველაზე დიდ კარნავალად ითვლება. აღსანიშნავია, რომ პირველი ფესტივალი 1823 წლით თარიღდება.

რიოს კარნავალი მოცეკვავეებისგან, მოსიარულე ნავებისგან და რიოს ადგილობრივი სამბას სკოლებიდან  მრავალფეროვნად სახალისოდ ჩაცმული ხალხისგან შედგება.

2. ჩინული ახალი წელი

ყველაზე დიდი დღესასწაულია, რომელსაც დრაკონებით, ფოიერვერკებით, სიმბოლური ტანისამოსით, ყვავლიებითა და სანთლებით აღნიშნავენ. ეს ჩინელებისთვის წელიწადში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც ასევე "გაზაფხულის ფესტივალის" სახელითაცაა ცნობილი და ტრადიციულად, დღესასწაულთა მთელ სერიას მოიცავს, დაწყებული ახალი წლის დადგომიდან, რომელიც ჩინური კალენდრის წლის პირველი თვის პირველ დღეს აღინიშნება, ანუ, ზამთრის ბუნიობის შემდეგ მეორე ახალი მთვარის დღეს, და დამთავრებული ფარნების ფესტივალით (თვის მეთხუთმეტე დღეს).

3. ჩინეთი - ხარბინი, ყინულისა და თოვლის ფესტივალი

ფესტივალზე წარმოდგენილია მსოფლიოში ყველაზე დახვეწილი ყინულისა და თოვლის ქანდაკებები, რომლებსაც ყოველწლიურად აშენებენ და ფერადი ნათურებითა და ლაზერით რთავენ. ეს ნამდვილად ფენომენალური სანახაობაა, რომელსაც უამრავი დამთვალიერებელი ყავს.

4. რუსეთი - სანკტ პეტერბურგის თეთრი ღამეები

თეთრი ღამეები რუსეთის ყველაზე დიდი, ყოველწლიური საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალია. მას დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი ესწრება და შუაღამის მზის სეზონზე ტარდება. იცი რუსი მოცეკვავეების, მომღერლებისა და მუსიკოსების  წარმოდგენებს მოიცავს. გარდა ამისა, ფესტივალში კლასიკური ბალეტისა და ოპერის მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები მონაწილეობენ. თეთრი ღამეების სეზონის კულმინაციას "ალისფერი იალქნები“ (The Scarlet Sails) წარმოადგენს.

5. ინდოეთი - Holi

Holi  "გაზაფხულის ფესტივალია", რომელიც ასევე," ფერების ფესტივალის" სახელითაა ცნობილი. უძველესი რელიგიური ფესტივალი ღამით, კოცონთან იწყება, სადაც ადამიანები იკრიბებიან ცეკვავენ და მღერიან, ხოლო დილით ფერად საღებავებს ასხამენ ერთმანეთს. თამაშში ჩართულია ყველა, ასაკისა და სქესის მიუხედავად. ფესტივალის მონაწილეები მუსიკალური ინსტრუმენტების თანხლებით, სიმღერითა და ცეკვით გადაადგილდებიან სხვადასხვა ადგილებში.

6. იტალია - ვენეციის კარნავალი

ეს არის ტრადიციული კარნავალი, რომელიც ყოველწლიურად თებერვალში დიდი მარხვის დაწყებამდე ტარდება და 900 წლით თარიღდება. კარნავალის მსვლელობისას მონაწილეები სხვადასხვა ფორმებსა და ნიღბებში არიან გამოწყობილები. ირგვლივ ყველაფერი ზღაპრულია, ფერადი კატარღები, ჟონგლიორები, მუსიკა. ამას გარდა, ეწყობა კოსტუმირებული წვეულება.

7. გერმანია - მიუნხენი "Octoberfest" ლუდის ფესტივალი

ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ლუდის ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად გერმანიაში, მიუნხენში ტარდება. 16 დღიანი ფესტივალი სექტემბრის ბოლოს იწყება და ოქტომბრის პირველ კვირაში მთავრდება. "ოქტობერფესტს" ყოველწლიურად დაახლოებით, 6 მილიონი ადამიანი ესწრება.

8. აშშ. ალბუკერკი - საჰაერო ბურთების ფესტივალი

ყოველწლიური ფესტივალი  აშშ-ს  ქალაქ ალბუკერკში, ოქტომბრის დასაწყისში ტარდება. ეს არის 9 დღიანი, მსოფლიოში ყველაზე დიდი საჰაერო ბურთების შოუ, რომელშიც დაახლოებით, 750 საჰაერო ბურთი მონაწილეობს.

9. ირლანდია - წმინდა პატრიკის დღე

ეს რელიგიურ-კულტურული დღესასწაული ყოველი წლის 17 მარტს, წმინდა პატრიკის პატივსაცემად აღინიშნება და ირლანდიის გაქრისტიანების დღედ ითვლება. ფესტივალზე  მწვანე ფორმაში ყოფნა სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება არ მოგცენ მასში ჩართვის უფლება.

10. ტაივანი - პინგსლი, ფარნების ფესტივალი

ფესტივალი ტაივანის რაიონ პინგსში ტარდება. ამ დღეს მორწმუნეები ათასობით ანთებულ ფარანს უშვებენ ცაში. თავდაპირველად, დღესასწაული ქალაქიდან ბოროტებისა და დაავადებების გასადევნად ეწყობოდა. თუმცა, ახლა  ფარნებს სურვილები და სურათები ამშვენებს, რაც ამ დღესასწაულს კიდევ უფრო დადებით ელფერს სძენს.