ნასირ ალ-მულქის მეჩეთი ირანში
ნასირ ალ-მულქის მეჩეთი ირანში, გოადე-ე-არაბანის მოედანზე (ცნობილ შაჰ ჩერაჰის მეჩეთთან ახლოს) მდებარეობს.
მეჩეთი ყაჯართა ეპოქის დროს აშენდა და დღემდე მოქმედია.
მეჩეთის მშენებლობა ყაჯართა დინასტიის თავადთაგან ერთ-ერთის, მირზა ჰასან ალი ნასირ ალ-მულქის ბრძანებით, 1876 წელს დაიწყო და 1888 წელს დასრულდა. მეჩეთის კონსტრუქტორები მუჰამედ ჰასან-ე-მემარი და მუჰამედ რეზა კაში პაზ-ე-შირაზი იყვნენ.
მის ფასადებზე ფართოდაა გამოყენებული ფერადი შუშა, ასევე დიზაინი შეიცავს ისეთ ტრადიციულ ელემენტებს როგორიცაა "პანჯ კასეჰ-ი" (ხუთი ჩანაზნექი).