ჰონგ-კონგი: მსოფლიოში ყველაზე ვერტიკალური ქალაქი
ჰონგ-კონგი ქალაქ-სახელმწიფო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონია, რომელიც ქვეყნის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს.
იგი ცნობილია ვრცელი ჰორიზონტითა და ბუნებრივი ღრმა ნავსადგურით.
მისი ტერიტორიის ფართობი 1104 კმ²-ია, ხოლო მოსახლეობა 7 მილიონ კაცზე მეტი. ამ მაჩვენებლით ჰონგ-კონგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა.
ჰონგ-კონგი გლობალური ქალაქია. ის ერთ-ერთი ალფა+ ქალაქია და ლონდონისა და ნიუ-იორკის შემდეგ, მსოფლიოში მესამე წამყვან საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს.
ამ ქალაქ-სახელმწიფოს წამყვანი კაპიტალისტური პოსტ-ინდუსტრიული ეკონომიკა აქვს, რომელიც დაბალი გადასახადებითა და თავისუფალი ვაჭრობით ხასიათდება.
ჰონგ-კონგური დოლარი მსოფლიოს რვა ყველაზე გამოყენებად ვალუტას შორისაა.
ტერიტორიის უკმარისობამ მაღალ შენობებზე მოთხოვნა გაზარდა, რამაც იგი მსოფლიოში ყველაზე ვერტიკალურ ქალაქად აქცია.
ჰონგ-კონგს ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვს, მაგრამ ამავე დროს, განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი შემოსავლების უთანასწორობა.
ტერიტორიის სიმცირემ, ხელი შეუწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მაღალგანვითარებული სისტემის შექმნას, რომლითაც მოსახლეობის 90% სარგებლობს და ეს მაჩვენებელი მსოფლიოში ყველაზე მაღალია.
გაეროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2012 წელს, ჰონგ-კონგში მსოფლიოში სიცოხლის ხანგრძლოვობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
თუმცა, მიუხედავად ამისა ჰაერის დაბინძურება და სმოგი მაინც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
რატომ უწოდებენ სინგაპურს თანამედროვე უტოპიას და კარგია თუ არა იქ ცხოვრება