არქტიკა სწრაფი ტემპებით მწვანდება
ათეულობით ათასი სურათის შესწავლის შემდეგ, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტუნდრა არქიტიკისთვის დამახასიათებელ ნიშნებს კარგავს: ახლა აქ სულ უფრო მეტი "სამხრეთული" მცენარე ჩნდება.
აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის სამმართველოს მკვლევარებმა 1984-დან 2012 წლამდე დროის შუალედი შეისწავლეს.
"ამ დრომდე, ტერიტორიაზე არ არსებობდა არც ერთი ბუჩქი: ფლორის ეს წარმომადგენლები მსგავს პირობებში ვერ იარსებებდნენ. თუმცა, ბოლო 30 წლის განმავლობაში, გლობალურმა დათბობამ, ამ კუთხით დიდი სამუშაო გასწია".
შედეგად, როგორც ნასა იტყობინება, არქტიკული ტერიტორიის 30% თვალსაჩინოდ გამწვანდა.