8 ადგილი, რომელიც მალე აღარ იარსებებს
პლანეტაზე ყველაზე ლამაზ ადგილებსაც კი საკუთარი სიცოცხლის ვადა აქვთ.
არაერთი ულამაზესი კუთხე რამდენიმე წელში აღარ იარსებებს.
ჩამონათვალი ჟურნალმა ELLE-მ შეადგინა.
1. გალაპაგოსის კუნძულები
გაქრობის მიზეზი: ეკოსისტემის განადგურება
რამდენი დარჩა: ზუსტი რიცხვი უცნობია
დედამიწაზე აუცილებლად სანახავი ადგილების სიას, ბედის ირონიით, ჩვენ ვიწყებთ ტერიტორიით, რომლის მონახულებაც არ არის რეკომენდებული. მხოლოდ იმიტომ, რომ ადგილობრივი ეკოსისტემის განადგურების მიზეზი სწორედ ტურიზმია.
გალაპაგოსის კუნძულებზე 9 ათასი სახეობის ცხოველს შეხვდებით.
ამ კუნძულზე მცხოვრები რეპტილიებისა და ფრინველების სამი მეოთხედი უნიკალურია და დედამიწაზე სხვაგან არსად გვხვდება.
სამწუხაროდ, ტურიზმი საფრთხის ქვეშ აყენებს ბიოლოგებისთვის ნამდვილ სამოთხედ ქცეული კუნძულების არსებობას. ყოველდღიური კრუიზები და ექსკურსიები ეკოსისტემას ანადგურებენ, ხოლო ცხოველების ზოგიერთი სახეობის კონტრაბანდა სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს.
2. მალდივის კუნძულები
გაქრობის მიზეზი: დატბორვა
რამდენი დარჩა: 100 წელი
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ფანტასტიკურად ლამაზი არქიპელაგი, რომელიც 1200 კუნძულისგან შედგება, ერთ საუკუნეში აღარ იარსებებს.
რატომ? იმიტომ რომ ყოველწლიურად მას ინდოეთის ოკეანე ფარავს. კუნძულების 80% ზღვის დონეს მხოლოდ 3,3 მეტრით აღემატება. საფრთხე იმდენად სერიოზულია, რომ 2008 წელს ქვეყნის პრეზიდენტმა მომავალი ლტოლვილებისთვის კონტინენტზე მიწების შესყიდვის გეგმა წარადგინა.
3. დიდი ბარიერული რიფი
გაქრობის მიზეზი: მარჯნის გაუფერულება
რამდენი დარჩა: 100 წელი
დიდი ბარიერული რიფი ერთადერთი ცოცხალი სტრუქტურაა, რომელიც კოსმოსიდან ჩანს.
სამწუხაროდ, მიკროორგანიზმები, რომლებიც მარჯნების კოლონიებს ქმნიან, ძალიან მალე თეთრდება და იშლება. პლანეტის დაბინძურება წყლის მჟავიანობას ზრდის, რაც მათი სიკვდილის მთავარი მიზეზი ხდება.
4. ვენეცია
გაქრობის მიზეზი: დატბორვა
რამდენი დარჩა: 70 წელი
სუბსტრატი, რომელიც ქალაქში ნაგებობებს იჭერს, წელიწადში 1,5 მმ-ით იძირება. ამასთანავე ზღვის დონე წელიწადში 4-6 მმ-ით იზრდება.
ამ ორი ფაქტორის გამო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკული ადგილი დაახლოებით, 70 წელიწადში აღარ იარსებებს.
იტალიის მთავრობასა და საერთაშორისო თანამეგობრობას, არხებისა და შლუზების სისტემის საშუალებით, ამ პროცესის შეყოვნება სურთ. მაგრამ თუ ეს მცდელობები შედეგს არ მოიტანს, ვენეცია მსოფლიოში პირველი წყალქვეშა ქალაქი გახდება.
5. მკვდარი ზღვა
გაქრობის მიზეზი: აორთქლება
რამდენი დარჩა: 50 წელი
მკვდარი ზღვა მსოფლიოში ყველაზე დიდი მლაშე ტბაა.
წყალში მარილის შემცველობა იმდენად მაღალია, რომ სურვილის არსებობის შემთხვევაშიც კი, მასში დახრჩობა შეუძლებელია.
ტბის სიღრმე 337 მეტრია, მაგრამ უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში მან საკუთარი მოცულობის მესამედი დაკარგა.
ამის მიზეზი ისაა, რომ მკვდარი ზღვის ერთადერთი წყარო მდინარე იორდანეა, რომელსაც ისრაელი და პალესტინა ძალიან აქტიურად იყებენენ. თუ ორივე ქვეყანა ასეთ ტემპში გააგრძელებს, ტბა ნახევარ საუკუნეში გაქრება.
6. მადაგასკარი
გაქრობის მიზეზი: ტყის გაჩეხვა
რამდენი დარჩა: 35 წელი
სანამ ადამიანები მსოფლიოში სიდიდით მეოთხე კუნძულზე აქტიურად დასახლდებოდნენ, მისი ტერიტორიის 300 000 კვადრატულ კილომეტრზე ჯუნგლები მდებარეობდა.
დღეს ასეთი ფართობი მხოლოდ 50 000 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. თუ გაჩეხვა ამავე ტემპით გაგრძელდა, 35 წელიწადში მადაგასკარზე არაფერი აღარ დარჩება, იმის გათვალისწინებით, რომ მცენარეთა და ცხოველთა 80% კუნძულზე უნიკალურია.
7. ტაჯ-მაჰალი
გაქრობის მიზეზი: ტურიზმი
რამდენი დარჩა: 5 წელიწადზე ნაკლები
კიდევ ერთი ადგილი, რომლის მონახულებასაც არ გირჩევთ. არქიტექტურის ეს ბრწყინვალე ძეგლი 1631-1654 წლებში იმპერატორ შაჰ-ჯაჰანის შეკვეთით აშენდა.
მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტს წელიწადში 4 მილიონი ტურისტი სტუმრობს. ძეგლის იერსახეზე მზრუნველი არქიტექტორები სერიოზულად არიან შეშფოთებულები თეთრი ქვის ფასადების მდგომარეობით.
თუ დეგრადაცია მიმდინარე ტემპით გაგრძელდა, ინდოეთის მთავრობა ტაჯ-მაჰალის მონახულებისთვის გარკვეულ შეზღუდვას შემოიღებს ან სრულიად დახურავს მას.
ეს არ იქნება პირველი მსგავსი შემთხვევა - კლდის ნახატების გადარჩენის მიზნით, თავის დროზე, ტურისტებისთვის ესპანეთში მდებარე ალტამირას გამოქვაბულიც დაიხურა.
8. გლეიშერის ეროვნული პარკი
გაქრობის მიზეზი: გლობალური დათბობა
რამდენი დარჩა: 17 წელი
100 წლის წინ, აშშ-ს მთებში, კანადის საზღვართან მდებარე ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 150 მყინვარი იყო. 2005 წელს მათი რიცხვი 27-მდე შემცირდა, ხოლო 2030 წლისთვის, სავარაუდოდ, ყველა მყინვარი გაქრება.
გლობალური დათბობა სამუდამოდ შეცვლის ტერიტორიის იერსახეს, სადაც ფრინველების 260 და ძუძუმწოვრების 62 სახეობა ცხოვრობს.