ციდან დანახული თუშეთის უნიკალური კადრები
თუშეთის ტერიტორია ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის და 10 სოფელს მოიცავს.
დღეს თუშეთში 50–ზე მეტი სოფელი თუ ნასოფლარია შემორჩენილი. თუმცა, მხოლოდ რამდენიმე მათგანში ცხოვრობს მოსახლეობა მთელი წლის მანძილზე. ეს სოფლებია ომალო, შენაქო, დართლო და დიკლო.
ბევრია სოფლები რომლებშიც ყოველ წელიწადს ზაფხულში ადის მოსახლეობა: გირევი, ჭეშო, კვავლო, ჭონთიო, დოჭუ, ხისო, ბოჭორმა და ა.შ. ზაფხულის პერიოდში მოსახლეობა რამოდენიმე ასეულს შეადგენს.
თუშეთის ცენტრად სოფელი ომალო ითვლება.
თუშეთში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალებით ირკვევა, რომ ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის ზოომორფული ფიგურები თუ სიმბოლო-ნიშნები თუშეთის ტრადიციული მეურნეობრივი დარგების-მეცხვარეობისა და მსხვილფეხა მესაქონლეობის ისტორიის მნიშვნელოვანი ქრონოლოგიური ნიშნულებია.
2007 წლის 24 ოქტომბრიდან მთა-თუშეთი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
ALLNEWS.GE-ს ფოტოგრაფმა ამ ისტორიულ მხარეში იმოგზაურა.
ლოკაცია: ომალო, დართლო, დიკლო, შენაქო.
ფოტოგრაფი: ირაკლი გედენიძე