რომელ ქვეყნებში განხორციელდება ფრენები ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების პირველ დღეს | Allnews.Ge

რომელ ქვეყნებში განხორციელდება ფრენები ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების პირველ დღეს

28 მარტს, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, საქართველოდან პირველი ფრენა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავის მიმართულებით, თბილისის აეროპორტიდან 04:55 საათზე განხორციელდება. მომდევნო ფრენები ათენის მიმართულებით, 05:15 საათზე, მიუნხენის მიმართულებით, კი 05:35 საათზეა დანიშნული.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი ფრენა 05:45 საათზე, ბუდაპეშტის მიმართულებით განხორციელდება. ფრენები ასევე ჩანიშნულია სალონიკისა და კიევის მიმართულებითაც.

რისი დასაბუთება შეიძლება მოუხდეს საქართველოს მოქალაქეს მებაჟისთვის ევროკავშირის ქვეყანაში შესვლისას

უვიზო მიმოსვლით სარგებლობას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც, აპირებს. ის ხვალ, დაახლოებით, 07:00 საათზე საბერძნეთის დედაქალაქში გაემგზავრება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროპის 22 ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა ხვალ ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს აღნიშნულ ქვეყნებში მოგზაურობა ბიომეტრიული პასპორტის მეშვეობით, საელჩოებში მიღებული ნებართვის გარეშე შეეძლებათ.

 

მარიამ მენაბდიშვილი