საზოგადოება
19.06.2016 / 11:06
შრიფტის ზომა:

ხელვაჩაურში 24 ადამიანის მოწამვლის სავარაუდო მიზეზი გამოიკვეთა

ხელვაჩაურში 24 ადამიანის მოწამვლის სავარაუდო მიზეზი გამოიკვეთა

ხელვაჩაურში 24 ადამიანის მოწამლის ფაქტთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

მისივე თქმით, კონკრეტულად რომელმა ნივთიერებამ გამოიწვია მოწამვლა, ექსპერტიზა მიმდინარეობს და იგი ჯერ არ დასრულებულა.

"პირველ დღეს ჩატარდა ეპიდემიოლოგიური კვლევა, ატარებენ ძალიან დეტალურ გამოკითხვას - პრაქტიკულად გამოძიებას კვების პროდუქტებთან დაკავშირებით. გამოიკვეთა ცალსახა პასუხი, რომ ეს იყო ერთ-ერთ კვების პროდუქტთან, ხაჭაპურთან კავშირში, რადგან უკლებლივ ყველასთან განვითარდა ეს მოვლენები. რაც შეეხება იმას, რომელმა კონკრეტულმა ნივთიერებამ გამოიწვია მოწამვლა, ამის დასადგენად ექსპერტიზა მიმდინარეობს და პასუხი მალე გვეცოდინება. თუმცა, საბედნიეროდ, ამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა სერგეენკომ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მისივე თქმით, თბილისში სამკურნალოდ გადმოყვანილი 11 ბავშვიდან კლინიკაში მეთვალყურეობის ქვეშ ორი რჩება.

ხელვაჩაურში სოფელ სატეხიაში 24 ადამიანის მოწამვლის ფაქტზე გამოძიება 15 ივნისს დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოკვლევა.

სოფელ სატეხიაში მცხოვრებლებს ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები აქვთ. ერთი ვერსიით, ინტოქსიკაცია გაზიანმა სასმელმა გამოიწვია, მეორე ვერსიით კი, შესაძლოა მოწამვლა განზრახ განხორციელდა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რამდენი მოქალაქე გამოაბრუნეს ვიზალიბერალიზაციის შემდეგ - პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე | Allnews.Ge

რამდენი მოქალაქე გამოაბრუნეს ვიზალიბერალიზაციის შემდეგ - პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე

ევროკავშირისა და შენგენის ქვეყნებთან 2017 წლის 28 მარტს უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, საზღვარი საქართველოს 7 000-მდე მოქალაქემ გადალახა, თუმცა, რამდენიმე მათგანს უკან დაბრუნება მოუწია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 28 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნების საზღვრებიდან, საქართველოს სამი მოქალაქე მოაბრუნეს. მიზეზი პირველ შემთხვევაში ბიომეტრიული პასპორტის არქონა გახდა, მეორე მათგანს პრობლემები სასტუმროს ჯავშნის არქონამ, ხოლო მესამე მგზავრს დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენამ შეუქმნა.

გარდა ამისა, Allnews.ge დაინტერესდა შეუშლით თუ არა ხელს ნასამართლეობა საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლაში. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ევროპაში გადაადგილებაზე ეს სტატუსი ზეგავლენას არ მოახდენს, გარდა ამისა, პრობლემები არც სესხების ქონის შემთხვევაში შეგექმნებათ, რადგან მთავარია, საჭირო დოკუმენტაცია საზღვარზე სრულად წარმოადგინოთ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირისა და შენგენის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილებისთვის დაგჭირდებათ:

1. საზღვარგარეთის ბიომეტრიული პასპორტი;

2. უკან დასაბრუნებელი ბილეთი;

3. სამოგზაურო დაზღვევა;

4. სასტუმროს ან ბინის ჯავშანი, ხოლო თუ მეგობართან/ახლობელთან/ნათესავთან დარჩენას გეგმავთ, მისი საცხოვრებლის მისამართი ან ცნობა, რომ ის ქვეყანაში ლეგალურად იმყოფება;

5. თქვენი ანგარიშების ამონაწერი ბანკიდან;

საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილება ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში შეუძლიათ.

 

მარიამ მენაბდიშვილი