აზერბაიჯანში 1 კილოგრამი ალუჩა 1000 ლარი ღირს
აზერბაიჯანის სავაჭრო ცენტრებში კილოგრამ ალუჩას ასტრონომიული ფასი ადევს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემები იუწყებიან. იმის გამო, რომ აღნიშნული ხილის სეზონი ჯერ არ დამდგარა, ერთი კილოგრამი ალუჩის ფასი აზერბაიჯანში 600-დან 700 მანათამდე მერყეობს, რაც ლარის ეკვივალენტში, დღევანდელი კურსის გათვალისწინებით, 800-დან 1000 ლარამდე გამოდის. გამოდის რომ ალუჩის მოყვარულს, ამ პერიოდში, ერთ ცალ ალუჩაში საშუალოდ 8 მანათის ანუ, 11 ლარის გადახდა მოუწევს.
ადგილობრივი გამოცემის თანახმად, მაღალი ფასის მიუხედავად ხილს მყიდველი არ აკლია.
აღსანიშნავია, რომ ალუჩა შეიცავს РР, А, B1, B2, ჩ, E ვიტამინებს, ასევე კალცს, მაგნიუმს, ნატრიუმს, კალიუმს, ფოსფორსა და რკინას. ის სასარგებლოა გადამუშავებული სახითაც, რეკომენდებულია ბავშვებისთვის ზრდის პროცესის გასააქტიურებლად, ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის, რეკომენდებულია ხანში შესული ადამიანებისთვის და მათთვის, ვისაც ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაზიანება აღენიშნებათ.