რა ქონებას ფლობს ივანკა ტრამპი და მისი ოჯახი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიუდებტის ქალიშვილი ივანკა და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი 740 მილიონი დოლარის აქტივებს ფლობენ. ამაზე კუშნერის შემოსავლებთან დაკავშირებული მონაცემები მეტყველებს, რომელიც ტრამოპის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლების დეკლარაცებითან ერთად გამოქვეყნდა.
დეკლარაციაში მითითებულია შემოსავალი და აქტივების ღირებულება, რaსაც პოლიტიკოსი თანამდებობის დაკავების მომენტამდე ფლობდე.
პარასკევს გამოქვეყნებულ მონაცემებში თავად პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის დეკლარაციები არ არის.
კუშნერის დეკლარაციის თანახმად, ივანკა ტრამპის ტანსაცმლისა და პარფიუმერიის წარმოების ბიზნესის ღირებულება 50 მილიონ დოლარს შეადგენს. Trump International Hotel-იდან მისი წილი 25 მილიონ დოლარადაა შეფასებული. თავად ივანკა ტრამპს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია მონაცემები საკუთარი შემოსავლის შესახებ.
Financial Times-ის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია ერთ-ერთ ყველაზე შეძლებულია ქვეყნის ისტორიაში.