პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმში ნიკოტინის რაოდენობას ამცირებს - რჩევები მწეველებს
ნიკოტინი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნივთიერებაა, რომელიც დამოკიდებულებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯანმრთელობისათვის ზიანის მომტანია, მას მსოფლიოს მასშტაბით უკვე საუკუნეებია აქტიურად მოიხმარენ. ნიკოტინს შეუძლია ნერვული უჯრედების ფუნქციონირების დარღვევის გამოწვევა. თამბაქოს აქტიური მოხმარება ასევე იწვევს გულის პულსის აჩქარებას, წნევის აწევას და გულის შეტევასაც კი. თუმცა, მას მაინც ბევრი მომხმარებელი ჰყავს.
მათ ვინც, თამბაქოს ხშირად მოიხმარს, შეუძლია გარკვეული საკვების მიღების შედეგად ორგანიზმში ნიკოტინის რაოდენობის შემცირება. ესენია:
- ბროკოლი - იგი დიდი რაოდენობით B და C ვიტამინებს შეიცავს.
- ფორთოხალი - მისი რეგულარული მოხმარება სტრესისგან გათავისუფლებას და მეტაბოლიზმის ამაღლებას იწვევს.
- ჯინჯერი - იგი დაგეხმარებათ ნიკოტინისგან გამოწვეული არასასურველი სიმპტომის დამარცხებაში.
- სტაფილო - იგი ეხმარება კანს შეინარჩუნოს სიჯანსაღე. ნიკოტინი კანს მნიშვნელოვნად აზიანებს.
- ისპანახი - იგი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ბოსტნეულია.
- ბროწეული - მისი მოხმარება სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
ათეულში ასევე შედის მოცვი, ლიმონი, ხორბალი და კომბოსტო.
ამას გარდა, მედიკოსები თამბაქოს მწეველებს დიდი რაოდენობით წყლის მიღებას ურჩევენ. ვინაიდან მოწევა ორგანიზმში დეჰიდრატაციას იწვევს. წყლის დიდი რაოდენობით მიღება კი ორგანიზმს ნიკოტინის განდევნაში ეხმარება.
მომზადებულია Healthypanda-ის მიხედვით