რას გვეუბნება ხილზე დატანილი ეტიკეტი, რომელსაც თითქმის არასდროს ვაქცევთ ყურადღებას
ხილის და ბოსტნეულის ყიდვის დროს ხშირად შეგვინიშნავს მათზე დატანილი შტრიხკოდიანი სტიკერი. თუმცა, თითქმის არავინ კითხულობს მასზე არსებულ ინფორმაციას.
მსგავსი სახის სტიკერები ძირითადად ახლავს ეგზოტიკურ ხილს, ისეთს, როგორიცაა მაგალითად ბანანი და ფორთოხალი. თუმცა, იგი შესაძლოა, შენიშნოთ ვაშლზე ან ატამზეც. როგორც წესი, ეტიკეტებზე აღნიშნულია მწარმოებლის სახელი, წარმოების ქვეყანა და გარკვეული ციფრები. საინტერესოა, რისი მაჩვენებელია აღნიშნული კოდები?
თუ სტიკერზე დატანილია ოთხნიშნა კოდი, რომელიც იწყება ციფრებით 3 და 4, ეს ნიშნავს იმას, რომ ხილი მოყვანილია სასუქებითა და პესტიციდებით.
ხუთნიშნა კოდი, რომელიც იწყება ციფრით 9, გვაწვდის ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ხილი მოყვანილია ტრადიციული მეთოდით. ეს ორგანული ხილია.
ხოლო ხუთნიშნა კოდი, რომელიც იწყება ციფრით 8, მიგვითითებს იმაზე, რომ ეს პროდუქტი გენმოდიფიცირებულია. კვლევების თანახმად დაადგინეს, რომ ყველაზე ხშირად ამ პროდუქტთა სიაში შედის ისეთი ხილი, როგორიც არის ბანანი, ნესვი, პაპაია.