სექტემბერში წასაკითხი 10 წიგნი
ბრიტანული გამოცემა "ბიბისი" სექტემბერში წასაკითხი წიგნების რეიტინგს გთავაზობთ:
1. ჯონ ლე კარე - "მტრედის გვირაბი"
გამოცდილი ჯაშუში მკითხველს თავისი ცხოვრების ისტორიებს მოუთხრობს, აღწერს ბავშვობას შვეიცარიაში, პირველ ნაბიჯებს ბრიტანულ ინტელიგენციაში. ასევე, საუბრობს თავისი საქმეების შესახებ, წიგნის ბოლოს კი აღნიშნავს, რომ ნამუშევარს მამამისს უძღვნის.
2. ენ პაჩეტი - "სახელმწიფო"
თავის ახალ ბრწყინვალე ნოველაში, ენ პაჩეტი ამერიკული ოჯახის 50-წლიან ისტორიას აღწერს. წიგნში აღწერილია გოგონას ისტორია მისი ნათლობიდან თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში. პაჩეტი დასამახსოვრებელი, კომპლექსური ხასიათის პერსონაჟებს ქმნის და მძაფრად აღწერს ღალატის ექოს.
3. ფრანც კაფკა - "თავსატეხი"
წიგნის მთავარი გმირი "მეტამორფოზის" პერსონაჟის, გრეგორი ზამზას მსგავსად ტრანსფორმაციას განიცდის და მონსტრის სხეულში იღვიძებს.
4. პიტერ ჰო დევისი - "ბედისწერა"
დევისი თავის ნოველაში ჩინეთ-ამერიკის ისტორიის 150 წელს აღწერს. პირველ 4 ნაწილში აღწერილი ჰონგკონგელი მეძავის 14 წლის შვილი კალიფორნიაში ბედს როგორ ეძებს. ის მუშაობას რკინიგზის სადგურზე, ლაქიად იწყებს.
5. ჯეიმს გლეიქი - "დროში მოგზაურობა"
წიგნი სამეცნიერო ხასიათისაა და ოთხი ბავშვის წარსულში მოგზაურობას აღწერს. ისინი აინშტაინს, მარსელ პრუსტს, ჯორჯ ლუის ბორჯესს და სხვადასხცა ცნობილ მოღვაწეს ხვდებიან.
რა უნდა გავაკეთოთ 30 წლამდე? - წავიკითხოთ ეს 10 წიგნი
6. ენრიკ ვილა-მატასი - "შეყვარებული ვამპირი"
ქალაქ ბარსელონაში დაბადებული მწერალი მკითხველს 20 ნოველას აცნობს. ის ახალგაზრდა ესპანელი მწერლის ისტორიას გვიყვება, რომელიც მეილებს წაუკითხავად პასუხობს. მთავარი ისტორია კი ვამპირი ბიჭის ბასრ კბილებსა და ცოდვილ თვალებს ეხება, რომელსაც ავტორი "წმინდა ნოსფერატუს" უწოდებს.
7. ურსულა ლე გინი - მალაფრენა, ისტორიები და სიმღერები
გინი ამერიკაში ცნობილი მწერალია, რომლის ადრინდელი ნაშრომები მის სამეცნიერო ფანტასტიკაში გადასვლამდე განსხვავებულ ხასიათს ატარებს. წიგნი გოგონას შესახებაა, რომელიც თავის ნოველა მალაფრენას აქვეყნებს. მისი ისტორია სავსეა გულგატეხილობითა და რევოლუციებით, რომელიც მკითხველს ძალიან დააინტერესებს.
8. რუთ ფრანკლინი, შირლი ჯექსონი: "საშიში ცხოვრება"
ნაშრომი ბიოგრაფიულ ხასიათს ატარებს და მოთხრობილია ქალის ისტორია, რომელიც მეოცე საუკუნის შუა ხანებში გაიზარდა და ფემინისტურ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში.
9. ემილიარ მაკბრაიდი - "ნაკლებად ბოჰემური"
ეს ავტორის მეორე ნოველაა, რომელიც ისეთივე იმპრესიონისტული სტილითაა შექმნილი, როგორიც წინა. ის მოგვითხრობს გოგონას ადრეულ როლებს სტუდენტურ თამაშებში და წლებს, როდესაც ინტიმურ ურთიერთობაში ასაკიან მსახიობთან იმყოფებოდა.
10. ჯონათან საფრან ფოერი - "აქ ვარ"
ჯეიკობისა და ჯულიას ქორწინებისა და მათი სამი შვილის ისტორია, რომელთან განსხვავებული ისტორიები აქვთ. მათი 13 წლის ვაჟი, სემი, ონლაინ სამყაროში ცხოვრობს, ბაბუა თავის მოკვლით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ ებრაულ სახლში არ დაბრუნდებიან.
ნოველა გამოირჩევა მხიარული დიალოგებითა და ენერგიული მოქმედებებით.
10 წიგნი, რომელიც ყველა ბავშვმა უნდა წაიკითხოს სანამ სკოლას დაამთავრებს
მომზადებულია "ბი-ბი-სი"-ს მიხედვით