როგორ ვუშველოთ კბილის ტკივილს სახლის პირობებში?
კბილის ტკივილი შესაძლოა კარიესით, ინფექციით, გაბზარული კბილით, ღრძილების დაავადებით ან ყბის სხვა პრობლემით იყოს გამოწვეული.
ტკივილი იწყება მაშინ, როდესაც კბილის ცენტრალურ უბანში (პულპა) ხდება გაღიზიანება. პულპაში რამდენიმე ნერვული დაბოლოებაა, რომელიც ძლიერი მგრძნობელობით ხასიათდება.
Home Remedies გვთავაზობს აღნიშნული გაღიზიანებებისა და ტკივილის გამომწვევი მიზეზების სწრაფად აღკვეთის ხერხებს, რომლებიც სტომატოლოგებმა შეიმუშავეს:
1. წიწაკა და მარილი
გაგიკვირდებათ, მაგრამ წიწაკასა და მარილს ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები აქვს, ამიტომ კბილის ტკივილის დროს მათი გამოყენება სასარგებლოა.
ა) შეურიეთ ერთი და იმავე რაოდენობის წიწაკა და მარილი რამდენიმე წვეთ წყალში და იქამდე ათქვიფეთ, სანამ პასტის სახეს არ მიიღებს.
ბ) დაიტანეთ პასტა კბილზე, რომელიც გაწუხებთ და რამდენიმე წუთი დაელოდეთ.
გ) აღნიშნული გაიმეორეთ ყოველდღე, რამდენიმე დღის განმავლობაში.
2. ნიორი
კბილის ტკივილის დროს ნიორის თქვენს სასარგებლოდ გამოყენება შეგიძლიათ.
ა) ნივრის რამდენიმე დაქუცმაცებული კბილი და სუფრის მარილი ერთმანეთს შეურიეთ და დაზიანებულ კბილზე დაიტანეთ.
ბ) ეს პროცედურა რამდენიმე დღის განმავლობაში გაიმეორეთ, შედეგი გარანტირებულია.
3. მიხაკი
ამ პროდუქტს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს, რომელიც ინფექციასთან და კბილის ტკივილთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.
ა) დაფქვით ორი მთლიანი მიხაკი, შეურიეთ ცოტა ზეითუნის ან ნებისმიერი ბოსტნეულის ზეთში და დაიტანეთ კბილზე.
ბ) მეორე არჩევანიც გაქვთ, დაასველეთ ბამბა მიხაკის ზეთში და დაიდეთ კბილზე.
4. ხახვი
ხახვს ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული თვისებები აქვს, რომელსაც ტკივილის გამომწვევ ინფექციასთან ბრძოლა შეუძლია.
ა) დაღეჭეთ ხახვის პატარა ნაწილი და რამდენიმე წუთი დაელოდეთ, ტკივილი მაშინვე იკლებს.
ბ) თუ მისი დაღეჭვა არ შეგიძლიათ, პატარა ნაჭერი იმ კბილზე დაიდეთ, რომელიც გტკივათ და ცოტა ხანს გაიჩერეთ.
5. სანელებელი "ასაფეტიდა"
თუ სახლში ეს სანელებელი მოგეპოვებათ, მაშინ მისი საშუალებით სისხლდენისა და ტკივილის შეჩერება შეგიძლიათ.
ა) ნახევარი კოვზი დაფქული ასაფეტიდა და ორი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ერთმანეთში შეურიეთ, შემდეგ შეათბეთ და დაზიანებულ კბილზე დაიტანეთ.
ბ) სტომატოლოგები მეორე ვარიანტსაც გვთავაზობენ, შემწვარი ასაფეტიდა კბილზე დაიდეთ, რათა გაგიყუჩდეთ.
6. მარილიანი თბილი წყალი
ერთი ჭიქა თბილი წყალი კბილის ტკივლისგან გამოწვეულ ტანჯვას მოგიხსნით.
ჩაყარეთ ნახევარი კოვზი სუფრის მარილი ერთ ჭიქა ცხელ წყალში და კარგად აურიეთ, დაელოდეთ, რომ ცოტა გაცივდეს და შემდეგ რამდენჯერმე გამოივლეთ.
7. ვანილი
ვანილის ექსტრაქტი კბილის ტკივილის გასაყუჩებლად სახლის პირობებში მოსამზადებელი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური წამალია, რომელსაც დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს.
ა) დაასველეთ ბამბა ვანილის წვენში და დაიდეთ კბილზე.
ბ) ეს მოქმედება რამდენიმე დღის განმავლობაში გაიმეორეთ, რათა კბილის ტკივილი აღარ განმეორდეს.
8. მწვანილის წვენი
ბლენდერში მოამზადეთ ახალი მწვანილის წვენი და დღის განმავლობაში რამდენჯერმე მიიღეთ. მას პირის ღრუდან ბაქტერიებისა და ტოქსინების გამოდევნა შეუძლია, რაც კბილის ტკივილის საფრთხეს ამცირებს.
9. გუავას ფოთლები
გუავას ახალ ფოთლებს კბილის ტკივილის შემსუბუქება შეუძლია. მას ანთების საწინააღმდეგოდ იყენებენ, ასევე ანტიმიკრობული თვისებაც გააჩნია.
ა) უბრალოდ დაღეჭეთ გუავას ფოთლები
ბ) ან მოხარშეთ მისი 5 ფოთოლი, გააციეთ, ცოტა მარილი დაამატეთ და რამდენჯერმე გამოივლეთ.
10. ყინული
მას შეუძლია ნერვული დაბოლოებების ტკივილის გაყუჩება.