
Apple-ის უმსხვილესმა კონტრაქტორმა, კომპანია Foxconn-მა თანამშრომელთა რაოდენობა 111 000-დან 50 ათასმდე შეამცირა.
კომპანიის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, Foxconn-ის ჩინეთის ქარხანაში სამუშაოს ძირითად ნაწილს ახლა რობოტები შეასრულებენ, რომლებიც iPhone-ის აწყობაში მიიღებენ მონაწილეობას.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
2020 წლისთვის რობოტები 5 მილიონზე მეტ დასაქმებულს ჩაანაცვლებს
2014 წლიდან მოყოლებული ჩინეთის მხოლოდ ერთ პროვინციაში 505-მა საწარმომ ჩაანაცვლა თანამშრომლები რობოტებით და ამ მიზნით დაახლოებით 430 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ასტრონომებმა მაიკლ ბრაუნმა და კონსტანტინ ბატიგინმა განაცხადეს, რომ პლუტონისგან მოშორებით, დიდი ალბათობით, კიდევ ერთი პლანეტა-გიგანტი ბრუნავს. აქედან გამომდინარე, მზის სისტემას კიდევ ერთი პლანეტა შეემატა.
განსაკუთღებულ ინტრიგას ამ ფაქტს ის სძენს, რომ სწორედ მაიკლ ბრაუნი იყო ადამიანი, რომლის გამოც, პლანეტების რაოდენობა შემცირდა.
წლების წინ, ბრაუნი იყო პლუტონისთვის პლანეტის სტატუსის ჩამორთმევის ინიციატორი.
სავარაუდოდ, ბრაუნისთვის სამეცნიერო სამყაროს ისტორიაში პლანეტის მკვლელის სახელით შესვლა უსიამოვნო იყო, რის გამოც, კონსტანტინ ბატიგინთან ერთად, კოიპერის სარტყელში ობიექტების რთულ გრავიტაციულ "ცეკვაზე" დაკვირვება დაიწყო. ობიექტების ორბიტალურმა მოძრაობამ ასტრონომები მიიყვანა დასკვნამდე, რომ მზის სისტემაში კიდევ ერთი პლანეტა არსებობს.
პლანეტა ჯერ არავის უნახავს, რის გამოც, ამ დაშვების "აღმოჩენად " შერაცხვა ჯერ ადრეა.
თუმცა, ბრაუნისა და ბატიგინის მიერ მოპოვებული მონაცემები, საკმაოდ გამჭვირვალეა და შეცდომის ალბათობა 1%-ზე ნაკლებია. არსებული მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ ახალი ციური სხეულის ზომა დაახლოებით, ნეპტუნისას უდრის, რომელიც თავის მხრივ, დედამიწაზე 10-ჯერ უფრო დიდია.
ასტრონომების მიერ მიღებული მონაცემების მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ "ახალი პლანეტა" მზისგან ძალიან შორს, ნეპტუნზე 20-ჯერ უფრო მოშორებით მდებარეობს და მზის გარშემო ერთი ბრუნის დარტყმას 10 000 წელს ანდომებს. ამიტომაც მასზე დაკვირვება ძალიან რთულია.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 100 წლის წინ, ასტრონომი პერსივალ ლოუელი გამოთქვამდა ვარაუდს, მზის სისტემაში გიგანტური პლანეტის არსებობის შესახებ. ციურ სხეულს "პლანეტა იქსს" უწოდებდნენ. თუმცა, პლუტონისთვის პლანეტის ტიტულის ჩამორთმევის გამო, ახალ პლანეტას "მეცრე პლანეტა" უწოდეს. სწორედ ასე მოიხსენიებენ მას სამეციერო წრეებში.
მკითხველის კომენტარები
(0)