დიზაინერმა სკარლეტ იოჰანსონის რობოტი შექმნა
42 წლის ჰონგ-კონგელმა დიზაინერმა, რიკი მამ ჰოლივუდის მსახიობის, სკარლეტ იოჰანსონის რობოტი შექმნა.
ჰუმანოიდის შესაქმნელად გამომგონებელს წელიწადნახევარი და 50 000 დოლარი დასჭირდა. ჰუმანოიდის სხეულის 70% 3D-პრინტერის მეშვეობითაა შექმნილი და დისტანციურად, ხმოვანი მიკროფონის დახმარებით იმართება.
ჰუმანოიდ "სკარლეტ იოჰანსონს" კიდურების გამოძრავება, თავის მოტრიალება, საუბარი, მიმიკური მოძრაობების შესრულება და ბრძანებებზე რეაგირება შეუძლია.