საზოგადოება
12.10.2017 / 08:10
შრიფტის ზომა:

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ფაროსანასგან დაცვის მიზნით, ციტრუსის ბაღების შეწამლვას ურჩევს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ფაროსანასგან დაცვის მიზნით, ციტრუსის ბაღების შეწამლვას ურჩევს

სურსათის ეროვნული სააგენტო ციტრუსის მქონე მოსახლეობას ურჩევს, ბაღების მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელონ და ფაროსანას აღმოჩენის შემთხვევაში, პესტიციდები გამოიყენონ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ განუცხადა, ფაროსანა დაფიქსირდა ციტრუსოვან კულტურებშიც, მაგრამ არა იმ რაოდენობით, როგორც ეს იყო სხვა კულტურებში.

ზურაბ ლიპარტია ფერმერებს აფრთხილებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პესტიციდს გამოიყენებენ, აუცილებლად უნდა დაიცვან "ლოდინის პერიოდი", რაც იმაში მდგომარეობს, რომ ევროპული მონაცემებით, ბოლო წამლობიდან მოსავლის აღებამდე 21 დღე უნდა გავიდეს, რომ არ მოხდეს მავნე ნივთიერებების პროდუქციაში დაგროვება.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ზოგიერთ ადგილებში ციტრუსებშიც აღინიშნებოდა ფაროსნების არსებობა, მაგრამ არა ისეთი ოდენობით, როგორც ეს სხვა კულტურებში იყო, რადგანაც ამ პერიოდში უკვე ფაროსანების დიდ ნაწილს დასრულებული აქვს კვების ციკლი და ეძებს თავშესაფარს, მცირე ნაწილი კი, რომელიც ჯერაც აგრძელებს კვებას, აღინიშნებოდა ციტრუსებშიც.

რისკი, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო ციტრუსთან დაკავშირებით გავითვალისწინეთ და პირველ რიგში, პესტიციდები გადავეცით აჭარის, გურიის და სამეგრელოს ნაწილს, სადაც ციტრუსია. პრეპარატები ოჯახებს დაახლოებით 2 კვირის წინ დაურიგდა. 1 ლიტრი საკმარისია 2 ჰექტარი ტერიტორიის დასამუშავებლად. აუცილებელია ბაღებში მონიტორინგი, დათვალიერება ყოველდღიურ რეჟიმში და ფაროსნების აღმოჩენის შემთხვევაში მათ უნდა შეწამლონ ბაღები", - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.

ლიპარტია ფიქრობს, რომ წელს, ციტრუსთან დაკავშირებით, პრობლემა არ უნდა იყოს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მზის პირველი კომერციული ელექტროსადგური | Allnews.Ge

მზის პირველი კომერციული ელექტროსადგური

ჩვენს საუკუნეში ენერგიის ალტერნატიული წყაროები სულ უფრო პოპულარული ხდება. ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მხრივ სანიმუშო ქალაქად შეგვიძლია სევილია - სამხრეთ ესპანეთის ფინანსური და კულტურული ცენტრი დავასახელოთ.

აქ მსოფლიოში პირველად, კომერციული მზის ელექტროსადგური აიგო.

ტერიტორია, სადაც მზის ელექტროსადგურია განლაგებული, ნამდვილ სარკისმიღმა ქვეყანას გვაგონებს. ცენტრში დგას ორი გიგანტური კოშკი PS10 და PS20, რომელთა სიმაღლე 40 სართულიანი შენობების სიმაღლეს უდრის.

PS10 კოშკის გარშემო 624 ცალი ჰელიოსტატია - უზარმაზარი სარკეები, რომლებიც მზის სხივების კვალდაკვალ მოძრაობს და სხივების ენერგიას კოშკის მიმართულებით ირეკლავს, ხოლო იქ არსებული ორთქლის ტურბინები მზის სხივების ენერგიას, ელექტროენერგიად გარდაქმნის.

კოშკი PS20 კიდევ უფრო მძლავრია - მის გარშემო 1255 სარკეა. სავარაუდოდ დათვლილია, რომ 25 წლის განმავლობაში კოშკების მუშაობა ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფას,  ყოველწლიურად, 600 ათას ტონით შეამცირებს.

სევილიას მახლობლად ქალაქ ფუენტეს-დე-ანდალუსიაში აგებული პირველი კომერციული და არა ექსპერიმენტული ელექტროსადგური მთელი სიმძლავრით მუშაობს. ეს სიმძლავრე კი ცოტა არ არის - დაახლოებით 19,9 მეგავატი.

ერთ წელიწადში სადგური 110 გიგავატ/საათ ენერგიას გამოიმუშავებს. ენერგიის ასეთი რაოდენობა საკმარისია 25 000 სახლის უზრუნველსაყოფად (საინტერესოა, რომ ფუენტეს-დე-ანდალუსიაში სახლების რაოდენობა მხოლოდ ცოტათია მეტი).

ყველაზე მთავარი ის არის, რომ სადგურ Gemasolar-ს შეუძლია იმუშაოს არა მხოლოდ მზიან, არამედ ღრუბლიან ამინდშიც.

მზის ელექტროსადგურის გენერატორები ღამეც არ ჩერდება და ხალხს ელექტროდენით ამარაგებს.

ეს ორიგინალური ტექნიკური გადაწყვეტის საშუალებით ხდება, რის შედეგადაც ელექტროსადგური პრაქტიკულად აღარ არის დამოკიდებულ მოცემულ მომენტში ცაზე მზის არსებობაზე.

დუდანა ზაქარაია

 

ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა გორთან წლის ბოლომდე დასრულდება

რა იქნებოდა ჰაერის ელექტროენერგიად გარდაქმნა რომ შეიძლებოდეს?

საქართველოში მზის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება