HI-Tech
20.12.2017 / 08:12
შრიფტის ზომა:

ქალმა 24 წლის წინ გაყინული ემბრიონით ბავშვი გააჩინა

ქალმა 24 წლის წინ გაყინული ემბრიონით ბავშვი გააჩინა

ამერიკელმა ექიმებმა უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს. ტენესის შტატის მკვიდრს, 26 წლის ტინა გიბსონს 24 წლის წინ გაყინული ემბრიონი ჩაუსახეს. ქალმა ნორმალურად გაიარა ორსულობის მთელი პერიოდი, სამყაროს კი ჯანმრთელი გოგონა მოევლინა.

ინფორმაციას CBS News ავრცელებს.

ტინა გიბსონი მიმდინარე წლის მარტში დაფეხმძიმდა, მისი ქალიშვილი ემა კი 25 ნოემბერს დაიბადა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ტენესის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, ეს უნიკალური შემთხვევაა: ემა გახდა პირველი ბავშვი, რომლის ემბრიონიც 24 წლის მანძილზე იყო გაყინული.

ამგვარად, ტინა გიბსონის ქალიშვილი დედაზე სულ რაღაც 1 წლით არის უმცროსი.

მკითხველის კომენტარები
(8)

Dodo
07 ნოემბერი , 2019 17:11

Vetanxmebi baton shalvas

ქართველი
06 ნოემბერი , 2019 10:11

თქვენ ამბობთ სწორს: თქვენ...ამიტომ აღარ არი უმცროს-უფროსობა-----ეს კარგია არა????

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საქართველოში სიზმრების მოგროვება იწყება | Allnews.Ge

საქართველოში სიზმრების მოგროვება იწყება

სოციალური ქსელი, რომელიც "დრიმერებს" დააკავშირებს, მალე საქართველოში გამოჩნდება. თუ სხვა სოციალურ ქსელებში ადამიანები საერთო ინეტერესების მიხედვით მეგობრდებიან, სიზმრების შემგროვებელ სოციალურ ქსელში, საერთო სიზმრების მქონე ადამიანებს შეეძლებათ დამეგობრება. ვებგვერდთან ერთად შეიქმნება აპლიკაციაც, რომელიც სიზმრებს შეინახავს.

პროექტზე ქართველი ინოვატორი და ენთუზიასტი ზურა ჯიშკარიანი მუშაობს. მისი მიზანი სიზმრების მოგროვება და ხალხის ქვეცნობიერის გამოვლენაა.

ზურას განმარტებით, აპლიკაციაზე რუკაც იქნება მიბმული და სიზმრების კარტოგრაფია გაკეთდება. "საქართველოში სიზმრები ძალიან აქტუალურია.

არცერთ სხვა ენოვან Facebook-ზე ამდენი ადამიანი არ პოსტავს სიზმრებზე, რამდენსაც - საქართველოში.

ამიტომაც გადავწყვიტე ამ საკითხზე მუშაობა. ამჟამად მსგავსი აპლიკაციები არსებობს. მაგრამ ჩვენს პროექტს ორი განმასხვავებელი ნიშანი ექნება.

აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა Iphone-ის აპლიკაცია შექმნა

ჩვენი შეგროვებული სიზმრები მიბმული იქნება ქალაქის რუკაზე. მიღებული კარტოგრაფიით, შეგვეძლება ვნახოთ, როგორ სიზმრებს ნახულობენ საბურთალოზე, ვაკეში ან ვარკეთილში. მეორე მხრივ კი, ეს არ იქნება უბრალოდ სიზმრების შემგროვებელი აპლიკაცია. ჩვენ შევქმნით სოციალურ ქსელსაც, სადაც მომხმარებლებს საკუთარი გვერდი ექნებათ, და სიზმრების საჯაროდ გამოქვეყნებას და პირადად შენახვას შეძლებენ," - განმარტავს ზურა ჯიშკარიანი.

ვებგვერდზე იმოქმედებს ე.წ თეგების სისტემა და მომხმარებლებს საკვანძო სიტყვების მითითება შეეძლებათ. ასე დაუკავშირდებიან ერთამენთს მსგავსი სიზმრების მქონე ადამიანები. აპლიკაციის მომხმარებლები შეძლებენ, რომ პროგრამას მოუყვნენ სიზმარი და აპლიკაცია მას ავტომატურად გადაიყვანს ტექსტურ ფორმატში.

ეს ღამით სიზმრის ჩაწერის პროცესს გაამარტივებს. საბოლოოდ კი ყველა სიზმარი რუკაზე მოინიშნება. "სიზმრების რუკა არის ძალიან საინტერესო. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ქალაქის ქვეცნობიერში ჩავიხედოთ.

გავიგოთ, სინამდვილეში რა უნდა ქალაქს, ღამით რას ხედავს და რაზე ოცნებობს.

საინტერესოა, რა ტენდენციები გამოჩნდება. იქნება უფრო მეტი მკვლელობები, სექსუალური სიზმრები თუ უბრალოდ მარტივი ყოველდღიური ამბები? ან რა განსხვავება იქნება თბილისის უბნების მიხედვით? ჩვენ თბილისსა და საქართველოში გაჩერებას არ ვაპირებთ.

პროგრამა აქ რომ კარგად ამუშავდება, გვინდა საზღვრებსაც გავცდეთ და ჩვენი პროექტი სხვა ქალაქებშიც გავიტანოთ. მერე უკვე საშუალება გვექნება, თბილისის სიზმრები შევადაროთ ნიუ-იორკისას ან ბერლინისას," - ამბობს პროექტის ავტორი.

სადამდე შეიძლება განვითარდეს ხელოვნური ინტელექტი

მიღებული მასალა საინტერესო იქნება სოციოლოგებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, მარკეტოლოგებისთვის, ანთროპოლოგებისთვის. ხალხს კი საშუალება მიეცემა, რომ მთელი წლის განმავლობაში აგროვონ სიზმრები და წლის ბოლოს სტატისტიკა ნახონ.

"სიზმრები არის არამატერიარული, რომლის დაჭერაც პროგრამირების საშუალებით გვინდა. ეს არის კრეატიულობის ზღვა, რომელიც იკარგება. რეალურად კი ის შეიძლება რეჟისორებმა და მწერლებმაც გამოიყენონ საკუთარ საქმიანობაში. ისტორიაც გვიდასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია სიზმრების დამახსოვრება. ვიცით, რომ მენდელეევმა ელემენტების პერიოდულობის ცხრილი სიზმარში ნახა, პოლ მაკარტნის კი ნოტები დაესიზმრა," - განმარტავს ზურა ჯიშკარიანი.

ვებგვერდისა და აპლიკაციის გაშვება დეკემბერში იგეგმება. პარალელურად, მუშობა მიდის სტრატეგიაზე, რომელიც მიღებულ პროდუქტს მიზნობრივ აუდიტორიამდე მიიტანს.

აპლიკაცია "სიზმრების მჭერი" სიზმრებს თქვენს ნაცვლად დაიმახსოვრებს

"ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება ხალხის საახალწლო სიზმრები. ამიტომ ახალ წლამდე აუცილებლად გავუშვებთ ვებსაიტს," - ამბობს პროექტის ავტორი.

ნანა მღებრიშვილი