მანქანები, რომლებიც 2017 წლის დეტროიტის ავტოგამოფენაზე იქნება წარმოდგენილი
ჩრდილოეთ ამერიკის ავტომანქანების საერთაშორისო გამოფენას 2017 წელს ქალაქი დეტროიტი უმასპინძლებს. ცნობილი მარკის მანქანების ახალი მოდელები Cobo Hall-ში მომავალ კვირას იქნება წარმოდგენილი. გამოფენაზე, ჟურნალისტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეიკრიბებიან, აქ არც ცნობილი და ყველასთვის საყვარელი სახეები წარმოადგენენ იშვიათობას.
ვნახოთ რა სიახლეს შემოგვთავაზებენ ავტომანქანების ცნბილი კომპანიები:
Corvette ZR1- ავტომოყვარულებში გავრცელებულია აზრი, რომ არ შეიძლება აღნიშნული მოდელი მის წინამორბედზე Corvette Z06-ზე უკეთესი იყოს, რომელსაც 650 ცხენის ძალა აქვს და სრულყოფილებასთან ძალიან ახლოსაა.
2018 Toyota Camry. კამრი სედანი უფრო მეტად დაიხვეწა და გამოფენაზე წარსადგომად მზად არის. მოყვარულები მისგან უფრო მგრძნობიარე გადაადგილებასა და ტრადიციულ 4-კარიან მოდელს ელიან.
Mercedes E-Class Coupe ორკარიანი მანქანის ორი ვერსია 2017 წლის შუა რიცხვებიდან გაიყიდება. მანქანას 329 ცხენის ძალა და ორმაგი ტურბინა აქვს.
Volkswagen I.D. Concept. Volkswagen-მა ახალი მანქანის კონცეფცია პარიზის ავტოსალონში წარმოადგინა. მისი უკანასკნელი მოდელი გააკრიტიკეს და არასერიოზულად აღიქვეს. კომპანიის მოსაზრებით მისი ელექტრომანქანის ახალი მოდელი ავტოპილოტზე იმუშავებს.
Lexus UX concept. Lexus-ის მარკის ახალი მოდელის პირველი პრეზენციაციაც პარიზის ავტოსალონში შედგა. მასში მოწყობილობების კომბინაცია ჰოლოგრამითაა შეცვლილი.