ჭკვიან სახლებს, რომელსაც შეგიძლია შეტყობინება გაუგზავნო, საქართველოშიც აწყობენ
სახლისთვის მესიჯის გაგზავნა ან უბრალოდ სახლთან ლაპარაკი წლების წინ ფანტაზიის სფეროდ ჩაითვლებოდა, ახლა კი სრულიად რეალურია.
თუ თქვენ გსურთ დილით ახლადმოდუღებული ყავის სურნელმა გაგაღვიძოთ, შეგიძლიათ სთხოვოთ ყავის აპარატს და პრობლემა არ იქნება. ან შეგცივდათ და გინდათ გათბობას აუწიოთ? უთხარით სისტემას და თხოვნა ავტომატურად შესრულდება. დღეს უკვე შესაძლებელია სამსახურიდან მიუთითო შენს ჭკვიან სახლს აბაზანა დაგახვედროს სავსე, ან შენი საყვარელი მუსიკა ჩართული. ასევე, თუ უთო დაგრჩათ ჩართული და გეშინიათ ხანძარი არ გაჩნდეს, შეგიძლიათ შეტყობინება გაუგზავნოთ სახლს სმარტფონით, და პრობლემა მოგვარებული იქნება.
ამის საშუალებას ჭკვიანი ანუ სმარტ მოწყობილობები იძლევა და მისი შეძენა-ინსტალაცია საქართველოშიცაა შესაძლებელი. თუ თქვენ გსურთ, იყოთ ერთ–ერთი პირველი, ვინც საქართველოში ჭკვიან საოჯახო მოწყობილობებს გამოიყენებს და ამით სრულიად შეიცვლის ცხოვრების სტილს, Allnews.ge საჭირო ინფორმაციასა და რჩევებს გთავაზობთ.
"ჭკვიანი სახლის მოწყობილობები პირობითად შეგვიძლია დავყოთ ორი ნაწილად: მარტივი და რთული სისტემები. მარტივი სისტემები იმართებიან სმარტფონით და ამ შემთხვევაში ოპერაციის ჩატარება შესაძლებელია დისტანციურად, თუმცა, სისტემამ უნდა მიიღოს ბრძანება.
რთული სისტემა კი თავად აკეთებს ყველაფერს და ის არ ელოდება ბრძანებას. მარტივი სისტემისთვის მხოლოდ წიფი წვდომა არის საჭირო, რთულის შემთხვევაში კი სპეციალური გაყვანილობა მონტაჟდება. უსაფრთხოების სისტემის მაგალითზე რომ განვიხილოთ, მარტივი სისტემა სმარტფონზე გზავნის შეტყობინებას, რომ გაზმა ან წყალმა გაჟონა და მფლობელმა უნდა გათიშოს მიწოდება. რთული კი თავად გათიშავს წყლისა თუ გაზის მიწოდებას და მეპატრონეს ისე გაუგზვანის შეტყობინებას," - განმარტავს კომპანია adjptn-ის ადგილობრივი წარმომადგენლობის გაყიდვების მენეჯერი, მარი კოკაშვილი.
რა ჯდება საქართველოში ჭკვიანი სახლის მოწყობა?
კომპანიის მიერ შეთავაზებული მარტივი სისტემით მოწყობილი ჭკვიანი სახლი, რომელიც მოიცავს განათების კონტროლს (ჩართვა-გამორთვა, ნათების რეგულირება), ჩამრთველი როზეტის კონტროლს, ტემპერატურის კონტროლს (ნებისმიერი სახის გამათბობლის ან გამაგრილებლის დისტანციური კონტროლი), წყლის და გაზის გაჟონვის კონტროლს 35 კვ. მ-მდე ფართზე 2 000 ლარი დაგიჯდებათ. აღნიშნული სისტემა საშუალებას გაძლევთ სმარტფონით, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, სადაც ინტერნეტია, აკონტროლოთ სურვილისამებრ ტემპერატურა, განათება, უთო, ელექტროჩაიდანი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
თქვენი სმარტფონის საიდუმლო აპლიკაციები
"ამ სისტემის ინსტალაცია ნებისმიერ გაყვნილობასა და სახლზეა შესაძლებელი. ტრადიციულ როზეტებს ჭკვიანი ანაცვლებს. ერთი როზეტის ფასი 200 ლარია. სათანადო ინსტალაციის შემდეგ, თქვენ მოწყობილობების კონტროლს დისტანციურად სმარტფონით შეძლებთ," - დაამატა კოკაშვილმა.
adjptn-ის გარდა, თბილისში არსებობს კიდევ რამდენიმე კომპანია თუ მაღაზია, რომელიც მომხმარებელს სმარტ მოწყობილობებს სთავაზობს. თუმცა ისინი უმეტესად ორიენტირებული არიან ცალკეულ ჭკვიან მოწყობილობებზე და არა რთულ სისტემებზე, რომლებიც მთელი სახლის ავტომატიზაციას ახდენს.
"ქართულ საზოგადოებას ვთავაზობთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას გაუმარტივებს. მოთხოვნა უმეტესად ისეთ პროდუქტებზეა, რომელსაც კლიენტი მარტივად აღიქვამს და შეხედვით ხვდება, რა არის და რისი გაკეთება შეუძლია. შესაბამისად, განსაკუთრებულად რთული მოწყობილობა არ გვაქვს გაყიდვაში. ჩვენს პროდუქციას სჭირდება მარტივი მონტაჟი და ამ სერვისსაც თავად უზრუნველვყოფთ," - ამბობს Smarthomegeorgia-ს ფინანსური დირექტორი, დათო ნახუცრიშვილი.
"დიდი ხანი არაა, რაც ბაზარზე ვართ, მაგრამ ამ დროის განმავლობაში დავინახეთ, რომ მოთხოვნა ჭკვიანი სახლის მოწყობილობებზე არსებობს და ეს მოთხოვნა მზარდია. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ ყველაფერს სმარტფონით მართავდნენ და არ უნდათ სახლში 10 პულტი ჰქონდეთ. სწორედ ასეთი მოწყობილობა გვაქვს ჩვენ. ის საშუალებას იძლევა სახლში არსებული ყველა პულტიანი ტექნიკა ერთ სისტემას დაუკავშირდეს და ის სმარტფონით იმართოს.
ასევე, გვაქვს სმარტ დომოფონი, რომლის საშუალებითაც დისტანციურად სმარტფონით თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ ზარი თქვენს სმარტფონში, კამერის საშუალებით შეამოწმოთ სტუმარი, გადაუღოთ მას სურათი ან ვიდეო და სურვილისამებრ გაუღოთ კარები. გვაქვს უკაბელო HDMI სმარტ მიმღები, რომელიც საშუალებას გაძლევთ თქვენი სმარტფონის და ტაბლეტის ეკრანი, გადაიტანოთ დიდი ტელევიზორის თუ პროექტორის ეკრანზე WiFi-სიგნალის მეშვეობით," - განმარტავს ნახუცრიშვილი.
Smarthomegeorgia-ს მიერ შეთავაზებულ პროდუქტებში განსაკუთრებული ადგილი უკავია სმარტ როზეტს სიმ ბარათით. მას შემდეგ, რაც სიმ ბარათს მოათავსებთ სმარტ როზეტში, ამ ნომერზე დარეკვის ან მესიჯის გაგზავნის საშუალებით, შეძლებთ დისტანციურად მართოთ ნებისმიერი ტექნიკა, რომელიც შეერთებული იქნება აღნიშნულ როზეტში. მისი ფასი 165 ლარია, მულტი როზეტის ფასი კი - 234 ლარი.
პირველი სმარტფონი, რომელიც შეგიძლიათ საპნით გარეცხოთ
ეს ყველაფერი შედარებით მარტივი სისტემებია. კომპანია adjptn კი უმეტესად რთულ სისტემებზეა ორიენტირენული. კოკაშვილის განმარტებით, საქართველოში აღნიშნული სისტემების შესახებ ცნობადობა დაბალია. ასევე, დაბალია ნდობა საქართველოში მოქმედი კომპანიების მიმართ. ყოფილა შემთხვევა, როცა ქართველი კლიენტი adjptn-ის სათაო ოფისს დაკავშირებია კანადაში და მათ გადმოუმისამართებიათ ქართულ წარმომადგენლობასთან.
"მოსულ მომხმარებელს ვეკითხებით, რა უნდა. რადგან ჩვენს სისტემებს შეუძლია ყველაფერი. ავტომატიზაცია აკეთებს ყველაფერს.
მას შეუძლია ამოიცნოს, ვინ შევიდა სახლში და ამის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება.
მაგალითად, ოჯახის ერთ წევრს შეიძლება ოთახში 20 გრადუსი ტემპერატურა, კლასიკური მუსიკა და დახურული ფარდა-ჟალუზები მოსწონს, მეორეს კი - 25 გრადუსი, ჯაზი და გახსნილი ფარდა-ჟალუზები. სპეცილაური ვიდეო კამერების საშუალებით, სისტემა ხვდება, ვინ შედის სახლში და იმის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას თუ რამდენ გრადუსზე დააყენოს ტემპერატირა ან რა ჟანრის მუსკა ჩართას," - განმარტავს მარი კოკაშვილი.
მისივე განმარტებით, კომპანიის მიერ შეთავაზებული პროდუქტები უსაფრთხოების სისტემებით არის დახუნძლული. მაგალითად, თუ კარების გაღება ქურდთან ერთად მოგიწიათ, არსებობს სპეციალური პინკოდი, რომელიც კარებს განგაშის სიგნალის გარეშე გააღებს, მაგრამ დაცვის სამსახურს გაუგზავნის შეტყობინებას აღნიშნულის შესახებ.
"საქართველოში მოთხოვნა არის ფასის მიხედვით, შესაბამისად უფრო გაყიდვადი მარტივი სისტემებია. თუმცა, რთულ პროდუქტებზეც არსებობს მოთხოვნა. ასეთი პროექტების არათუ ინსტალაციას, არამედ დამუშავებასაც დიდი დრო სჭირდება.
რთული სისტემა უნდა გაკეთდეს "შავი კარკასის" მდგომარეობაში, რადგან მისთვის სპეციალური გაყვანილობა კეთდება.
რა თქმა უნდა, გარემონტებულ ფართზეც შესაძლებელია მონტაჟი, მაგრამ კედლების გამოთხრა იქნება აუცილებელი. ფასები ფიქსირებული არ არის და ბევრ დეტალზეა დამოკიდებული. მაგალითად, ჩვენს ერთ-ერთ კლიენტს არც ისე რთული პროექტი, რომელშიც შედიოდა ვიდეო კამერები, დისტანციური ელექტროსაკეტი, უსაფრთხოება, სენსორები, რომლებიც აღიქვამს ფაჯნრებისა და კარების გაღება-გატეხვას და წყლის გაჟონვის კონტროლი, 9 000 ლარი დაუჯდა. სისტემა კი, რომელსაც მესიჯის გაგზავნის შედეგად აბაზანის ავსება და სხვა უფრო მაღალი დონის ბრძანებების შესრულება შეუძლია, გაცილებით ძვირია," - ამბობს კოკაშვილი.
საქართველოში სმარტმოწყობილობების მიმართ დაინტერესება დღითიდღე იზრდება.
სამშენებლო კომპანიებიც ცდილობენ, დანერგონ მსგავსი სისტემები საკუთარ კომპლექსებში. ამ მხრივ პირველი M2 აღმოჩნდა. კომპანია იპოდრომის კომპლექსის მობინადრეებს სთავაზობს სისტემებს, რომლებიც საშუალებას იძლევა მობილური აპლიკაციით დისტანციურად ბინაში აკონტროლოთ განათება, გათბობა, გაგრილება, აუდიო/ვიდეო სისტემა, წყლის გაჟონვა თუ კვამლის არსებობა, ფარდების მართვა, ყავის აპარატი წიფი წვდომით.