Google საკუთარ მომხმარებელს აფრთხილებს
ინტერნეტ სივრცე კიბერ დანაშაულებრივმა ტალღამ მოიცვა, - ამის შესახებ Google საკუთარ მომხმარებელს აფრთხილებს. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, Gmail-ის მომხმარებელს შეტყობინება მისდის, რომელსაც Google Docs-ის ფორმა აქვს, სინამდვილეში კი ვირუსის შემცველი ფაილია. ყოველ ჯერზე როდესაც მომხმარებელი ბმულზე გადადის, ჰაკერებს სულ უფრო მეტ ელექტრონულ მისამართზე აქვთ წვდომა, რაც საბოლოო ჯამში, ტალღასავით ვრცელდება.
ბმულზე გადასვლისას ეკრანზე ფანჯარა ჩნდება, რომელიც მომხმარებელს ლოგინის და პაროლის ხელახლა შეყვანას, შემდგომში გამოსული ფანჯარა კი მის კომპიუტერზე წვდომაზე სთხოვს, რის შემდეგაც, ჰაკერს პირადი მონაცემების ნახვის შესაძლებლობა ეძლევა.
Google-ის თანახმად, თავდასხმის მსხვერპლი Gmail-ის მომხმარებელთა 0,1%-ზე ნაკლებია, თუმცა, სავარაუდო სამიზნე შესაძლოა, მილიონი ადამიანი გახდეს.