პრემიერი - საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვეს მიხეილ ჯანელიძემ და თინა ხიდაშელმა - შალვა პაპუაშვილთან ერთად, ვთავაზობ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხვალ, დაგვითმოს ეთერი მათთან საჯარო დისკუსიის გასამართად | Allnews.Ge

პრემიერი - საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვეს მიხეილ ჯანელიძემ და თინა ხიდაშელმა - შალვა პაპუაშვილთან ერთად, ვთავაზობ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხვალ, დაგვითმოს ეთერი მათთან საჯარო დისკუსიის გასამართად

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საზოგადოებრივ მაუწყებელს სთავაზობს, ხვალ, 4 დეკემბერს, საჯარო დისკუსიის გასამართად ეთერი დაუთმოს.

კობახიძე დისკუსიაში იწვევს ადამიანებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ.

მისი თქმით, დისკუსიაში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვეს ყოფილმა პოლიტიკოსებმა, მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ვთავაზობ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხვალ, 4 დეკემბერს, დაგვითმოს ეთერი მათთან საჯარო დისკუსიის გასამართად," - აღნიშნულია განცხადებაში.