უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და 19 პირს, რომელთა შორის არიან: კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, გრიგოლ ლილუაშვილი, ვახტაგ გომელაური, მამუკა მდინარაძე და ირაკლი ქარსელაძე
უკრაინამ სანქციები დაუწესა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ 19 პირს, რომლებიც ყიდიან საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესებს - ახლახან მოვაწერე ხელი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ამასთან, სასანქციო სიაში მოხვდნენ: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.
„ჩვენ ვერ დავკარგავთ ამ რეგიონში ვერც ერთ ქვეყანას- ვერც საქართველოს, ვერც მოლდოვას და ვერც უკრაინას, ერთად უნდა დავდგეთ მოსკოვის წინააღმდეგ თავის დასაცავად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, უკრაინის მაგალითს მიბაძონ.
„ეს სანქციები მიმართულია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების იმ სეგმენტის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანას პუტინს გადასცემს. ჩვენ მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას და მთელ მსოფლიოს იგივე გააკეთონ - იმოქმედონ გადამწყვეტად და პრინციპულად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.