ყვითელი მიკროავტობუსები 2031 წლამდე მოგვემსახურება
"მოქმედი კონტაქტის მიხედვით, ე.წ "მარშრუტკების" ოპერატორ კომპანიას ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა 2031 წლამდე აქვს,"- ამის შესახებ Allnews.ge-ს თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მიკროავტობუსების მიმართულებით, რადიკალური ცვლილებები დაგეგმილი არ არის, - "ეს კერძო ოპერატორია, რომელიც კონკრეტულ მიმართულებას კურირებს. ჩვენ, მუნიციპალური ტრანსპორტის ნაწილში, რომელშიც მეტრო, საბაგირო და ავტობუსები შედის, ცვლილებებსა და განვითარებას ვგეგმავთ,"-აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
აღსანიშნავია, რომ მიკროავტობუსების გადაადგილების მარშრუტსა და რაოდენობას კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" ადგენს.