"ფრესკო": "ეს ადამიანები არ აკმაყოფილებდნენ სტანდარტებს" | Allnews.Ge

"ფრესკო": "ეს ადამიანები არ აკმაყოფილებდნენ სტანდარტებს"

კომპანია "ფრესკოს" წარმომადგენლები, ყველა ბრალდებას, რომელიც მათ წინააღმდეგ გაჟღერდა, უსაფუძვლოს უწოდებენ. Allnews.ge კომანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელს გაესაუბრა. როგორც ფრესკოს წარმომადგენელი აცხადებს, მათთვის უცნობია კონკრეტულად, ვინ არის გავრცელებული განცხადები ავტორი, რადგან Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტზე არ არის მითითებული სახელები და გვარები.

"მათი ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა, რადგან კომპანია ფრესკოში გვაქვს შინაგანაწესი, რომელსაც ხელს აწერს თითოეული თანამშრომელი, რომელიც ჩვენთან მუშაობას იწყებს. ამ ადამიაინებმა დაარღვიეს ეს შინაგანაწესი, მათ ჰქონდათ დისციპლინარული სასჯელები და დარღვევები, რაც გამოიხატება იმაში, რომ ისინი სისტემატურად აგვიანებდნენ სამსახურში, არასწორად ადებდნენ პროდუქტს ფასმაჩვენებელს, არ ემსახურებოდნენ მომხმარებლებს კარგად. ვინაიდან ჩვენს კომპანიას აქვს ძალიან მაღალი მოთხოვნა იმისა, რომ მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზოს, ეს ადამიანები არ აკმაყოფილებდნენ ამ სტანდარტებს, შესაბამისად ეს ადამიანები ჩვენი შიდა წესების დარღვევის გამო დაჯარიმდნენ." - ამბობს მარიამ აფრიდონიძე.

"ფრესკოსთან" დაკავშირებული გახმაურებული ფაქტები

მარიამ აფრიდონიძენ ასევე აღნიშნა, რომ კომპანიაში დასაქმებულ სხვა ასობით ადამიანს არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და სუპერმარკეტები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. მისი თქმით, იმ თანამშრომლებს, რომლებიც პირნათლად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას ხელფასი სრულად ჩაერიცხათ და დამატებითი ანაზღაურებაც კი მიიღეს, პრემიის სახით.

"ათეულობით ადამიანზე საუბარი და არა სრულ შემადგენლობაზე, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ეს არის მინიმალური პროცენტი, რომლებმაც საერთოდ დატოვეს სამსახური. ის, რომ ჩვენ ცუდად ვექცევით ჩვენს თანამშრომლებს, არ შეესაბამება სიმართლეს." - განაცხადა მარიამ აფრიდონიძემ.

რაც შეეხება ზეგანაკვეთურ სამუშაო გრაფიკს, რომელიც 12 საათს მოიცავს, ამაზე მათ ერთდაერთი პასუხი აქვთ, რომ კომპანია იცავს შრომის კოდექსს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა წესს.

ფრესკოს უკვე, ყოფილი თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია, რომ სამუშაო დღეს შესვენების დრო განისაზღვრება 1-1.5 საათით (რაც დამოკიდებულია დასაქმებულის დაკავებული პოზიციით), ამ პერიოდის განმავლობაში, თანამშრომლებს ეკრძალებათ მობილური ტელეფონებით სარგებლობა, რითაც ისინი ფაქტობრივად მოწყვიტეს გარესამყაროს, ვინაიდან მათ ყავთ შვილები, ქმრები, ცოლები, მშობლები, რომელთაც ვერანაირი საშუალებით ვერ დაუკავშირდებიან 12 საათის განმავლობაში.

"ფრესკოს" თანამშრომლების ხმაურიანი განცხადება მძიმე სამუშაო პირობებზე

ამის საპასუხოდ ფრესკოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტელეფონების გამოყენების უფლებასთან დაკავშირებითაც, ისინი არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. მარიამ აფრიდონიძის ინფორმაციით, თანამშრომლებს აქვთ უფლება შესვენების დროს, რომელიც ყველასვის თანაბარი 1-1.5 საათით განისაზღვრება, პირადი მობილური ტელეფონებით თავისუფლად ისარგებლონ.

ჩვენთანს საუბარში მან ასევე აღნიშნა, რომ თანამშრომლობის დაწყებამდე, ადამიანები ეცნობიან პირობებს, აწერენ ხელს კონტრაქტსა და კომპანიის შინაგანაწესს, ამიტომ ყველა ინფორმირებულები იყო იმ პუნქტის შესახებ, რის გამოც დაჯარიმდა.

 

ნარიტა ჩხაიძე