საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახურების 10-ეული
საქართველოში დასაქმება მარტივი ნამდვილად არ არის, ამ პრობლემის წინაშე, განსაკუთრებით ახალგაზრდები დგანან. როგორც "ფრიდრიხ ებერტის ფონდის" მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, სრული განაკვეთით ახალგაზრდების მხოლოდ 19%-ია დასაქმებული, ნახევარ განაკვეთზე კი 7% მუშაობს.
ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი პროფესია ბევრი არ არის, თუმცა "საქსტატის" 2015 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, Allnews.ge ყველაზე მაღალანაზღაურებად საქმიანობებს გთავაზობთ:
1. საფინანსო საქმიანობა - საშუალო თვიური ანაზღაურება 1 691,4 ლარს შეადგენს. აღნიშნულმა სფერომ საქართველოში ფეხი წარმატებით მოიკიდა, რადგან საბანკო საქმიანობის განვითარებასთან ერთად, საკმაოდ ბევრი მიკსაფინანსო და მსგავსი ტიპის ორგანიზაცია ფუნქციონირებს, მოსახლეობა კი მათი მომსახურებით აქტიურად სარგებლობს.
2. სახელმწიფო მმართველობა - სფეროში დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება ქვეყანაში ერთ-ერთია, ყველაზე მაღალთა შორის და 1 342,7 ლარს შეადგენს.
3. ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 1 189 ლარია. აღნიშნული საქმიანობა როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებშიც ერთ-ერთი წამყვანია და ხალხის დასაქმებასაც აქტიურად ახდენს.
4. მშენებლობა - სფეროში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 182 ლარია.
5. ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის განაწილების სფერო - 1 117,2 ლარი. აღნიშნული საქმიანობა მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია, შესაბამისად აღნიშნულ სფეროში დასაქმება მუდმივად ხდება.
6. სამთომოპოვებითო მრეწველობა - თვიური საშუალო ხელფასი 1 047,4 ლარს შეადგენს.
7. უძრავი ქოენბით ოპერაციები, იჯარა და მომხმარებლისთვის მოსახლეობის გაწევა - სფეროში დასაქმებულთა საშუალო თვიური შემოსავალი 975 ლარია.
8. თევზჭერა, მეთევზეობა - სფეროში დასაქმებულთა თვიური საშუალო შემოსავალი 849,5 ლარია. საქართველოში აღნიშნული სფერო ზღვისპირა რეგიონებშია განვითარებული და დასაქმებულთა შემოსვალის ძირითად წყაროს წარმოადგენს.
9. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური მომსახურების გაწევა - სფეროს წარმომადგენელთა საშუალო თვიური ხელფასი 844,6 ლარია.
10. მომსახურების გაწევა - მომსახურების სფეროში დასაქმებულთა თვიური საშუალო შემოსავალი 785,1 ლარს შეადგენს.
ყველაზე დაბალანაზღაურებადი განათლების სფეროა, რადგან მასში დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 483,3 ლარს შეადგენს. ბოლოდან მეორე პოზიციას კი სასტუმროებსა და რესტორნებში დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღუარება იკავებს, რომელიც 563 ლარს შეადგენს.