რამდენია საშუალო ხელფასი საქართველოში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში შრომის საშუალო თვიური ანაზღაურება 1 013 ლარია. თუმცა, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მიხედვით.
ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოსახლეობა დედაქალაქში თბილისში ცხოვრობს. ყველაზე დაბალშემოსავლიანი კი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია. შედარებით მაღალშემოსავლიანია ტურისტულად აქტიური რეგიონები, მათ შორის აჭარა და მცხეთა-მთიანეთი. აქტიური ტურიზმი განაპირობებს მეტ სამუშაო ადგილს, მეტ დასაქმებულს და შესაბამისად, მეტ შემოსავალს. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ტურისტულად ყველაზე აქტიურ რეგიონში აჭარაში შრომის საშუალოთვიური ანაზღაურება თბილისის ანალოგიურ მაჩვენებელს მცირედით ჩამოუვარდება.
საშუალო თვიური ანაზღაურება საქართველოს რეგიონების მიხედვით:
დაქირავებით დასაქმებულთა შრომის საშუალო თვიური ანაზღაურება გაიანგარიშება, წლის განმავლობაში დაქირავებულებზე დარიცხული შრომის ანაზღაურების (ხელფასის ფონდი, როგორც ფულადი, ისე ნატურით) დაქირავებულთა საშუალო წლიურ რაოდენობასა და შემდეგ 12-ზე გაყოფით.
შესაბამისად, საქართველოს საშუალო მაჩვენებლის დაანგარიშება არ ხდება საშუალოს გამოყვანის ტრადიციული მეთოდით.
საქართველოს მასშტაბით საშუალო თვიური ხელფასის გამოყვანა ხდება ქვეყნის სრული სახელფასო ფონდისა და დაქირავებულთა რაოდენობის გამოყენებით. ცალკეული რეგიონის მაჩვენებლის დაანგარიშება კი უშუალოდ ამ კუთხეში არსებული სახელფასო ფონდისა და დაქირავებულთა რაოდენობის საშუალებით ხდება.
ნანა მღებრიშვილი