რომელი ქვეყნებიდან ხდება საქართველოს მოქალაქეების დეპორტირება ყველაზე ხშირად
საქართველოდან საზღვარგარეთ წასული მოქალაქეების დეპორტირება, ძირითადად, საბუთების მოუწესრიგებლობის, არალეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის გამო ხდება, ქვეყნები, საიდანაც მათ უკან აბრუნებენ ბოლო 4 წლის განმავლობაში თითქმის უცვლელია.
2016 წელს უცხოეთიდან საქართველოს სულ 3 592 მოქალაქის დეპორტირება მოხდა. Allnews.ge 10 ქვეყანას გთავაზობთ, საიდანაც ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე გამოაბრუნეს:
2015 წელს საქართველოს სულ 3 685 მოქალაქის დეპორტირება მოხდა, ყველაზე მეტი მათგანი კი ამ 10 ქვეყნიდან გამოაბრუნეს:
2014 წელს უცხოეთიდან საქართველოს 4 214 მოქალაქის დეპორტირება მოხდა, ძირითადი ქვეყნების სია კი ასე გამოიყურება:
რაც შეეხება წინა წლებს, 2013 წლის მონაცემების მიხედვით, მომდევნო წლებთან შედარებით, დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა შედარებით დიდი იყო და 5 292-ს შეადგენდა, მათი დაბრუნება ამ შემთხვევაშიც ძირითადად, თურქეთიდან ხდებოდა:
2012 წელს კი უცხოეთიდან საქართველოს 4 794 მოქალაქე მოაბრუნეს, მათი ძირითადი ნაწილის დეპორტირება კი ამ ქვეყნებიდან განხორციელდა:
როგორც ჩანს, 2015-16 წლებში დეპორტირებული მოქალაქეების რიცხვი დაახლოებით, 1 000 ერთეულით შემცირდა.
მარიამ მენაბდიშვილი