როგორ შევინარჩუნოთ მხედველობა კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის დროს | Allnews.Ge

როგორ შევინარჩუნოთ მხედველობა კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის დროს

პირველ რიგში, უნდა დავაყენოთ ეკრანის სიმკვეთრე და ტექსტის ზომა.ძალიან გაჯერებული ან პირიქით მქრქალი გამოსახულება ღლის თვალს, ისევე, როგორც ზედმეტად წვრილი შრიფტი, რომლის გარჩევაც თვალს უჭირს.

კომპიუტერთან ყოველდღიურად მუშაობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4,5 საათს. თუმცა ყველას არ აქვს ამ რეჟიმის დაცვის საშუალება.

მონიტორსა და მომხმარებელს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 80 სმ. ამასთან, ეკრანის ცენტრი თვალის დონეზე ოდნავ ქვევით უნდა იყოს. აღნიშნული ამცირებს გადაღლას და თავი ტვინის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროვებას.

კომპიუტერთან მუშაობა არა მარტო თვალებზე, არამედ ტვინზეც მოქმედებს. ორგანო რეაგირებს ინფორმაციასა და გამღიზიანებლებზე, მაგალითად, სინათლეზე. სპეციალისტები გვირჩევენ გავაკეთოთ საათში ერთხელ 5-7 წუთიანი შესვენება. ამ დროს შესაძლებელია ვარჯიშის შესრულება ან უბრალოდ დახუჭული თვალებით ჯდომა.

mkurnali.ge