რეალობა ვირუსულად გავრცელებულ კადრებზე - რატომ დაახვედრეს "ანტისექს" საწოლები ოლიმპიელებს? | Allnews.Ge

რეალობა ვირუსულად გავრცელებულ კადრებზე - რატომ დაახვედრეს "ანტისექს" საწოლები ოლიმპიელებს?

2024 წლის პა­რი­ზის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ამ, რო­მე­ლიც გუ­შინ გა­ი­მარ­თა, მა­ყუ­რე­ბელ­თა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. XXXIII ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი მარ­თლაც გრან­დი­ო­ზუ­ლი სა­ნა­ხა­ო­ბით გა­იხ­სნა - ულა­მა­ზე­სი აღ­ლუ­მი სე­ნა­ზე, ფრან­გუ­ლად ამ­ღე­რე­ბუ­ლი ლედი გაგა, შთამ­ბეჭ­და­ვი მუ­სი­კა­ლუ­რი და სა­ცეკ­ვაო ნომ­რე­ბი, უამ­რა­ვი სიმ­ბო­ლო, რო­მე­ლიც საფ­რან­გე­თის ის­ტო­რი­ას, კულ­ტუ­რას თუ მწერ­ლო­ბას გვახ­სე­ნებ­და და სე­ლინ დი­ო­ნის შეს­რუ­ლე­ბა, რო­მელ­ზეც ყვე­ლა ამ­ბობს, რომ მისი კა­რი­ე­რის ბოლო და შთამ­ბეჭ­და­ვი აკორ­დი იყო.

თუმ­ცა გახ­სნამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია ოლიმ­პი­ურ სო­ფელ­ში მო­ნა­წი­ლე­თათ­ვის გან­კუთ­ვნილ­მა სა­წო­ლებ­მა, რო­მე­ლიც მუ­ყა­ოს­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი და რო­მელ­საც "ან­ტი­სექს" სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭს."პლა­ნე­ტის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი კაცი ლაშა ტა­ლა­ხა­ძე მუ­ყა­ოს სა­წოლ­ზე და­აწ­ვი­ნეს პა­რი­ზის ოლიმ­პი­ურ სო­ფელ­ში" - ამ სა­თა­უ­რით გავ­რცელ­და ქარ­თულ სოცქსე­ლებ­ში ვი­დეო ლაშა ტა­ლა­ხა­ძე­ზე. კად­რებ­ში ჩანს, რო­გორ ცდი­ლო­ბენ "გა­ა­მაგ­რონ" ძა­ლო­სა­ნის სა­წო­ლი.

e6g-wr5weagboko-39490-1722067878.jpeg

რა არის "ან­ტი­სექს" ოლიმ­პი­უ­რი სა­წო­ლი?

მუ­ყა­ოს სა­წო­ლე­ბი პირ­ვე­ლად ვირუ­სუ­ლად 2021 წელს გავ­რცელ­და, მას შემ­დეგ, რაც ამე­რი­კელ­მა მორ­ბე­ნალ­მა და მსუ­ბუქ­მა ათ­ლეტ­მა, პოლ ჩე­ლი­მომ მის შე­სა­ხებ "ტვი­ტერ­ზე“ და­წე­რა. მა­შინ მან გან­მარ­ტა, რომ ეს სა­წო­ლი გან­კუთ­ვნი­ლი იყო იმის­თვის, რომ „სპორ­ტსმე­ნებს შო­რის ინ­ტი­მუ­რი სი­ახ­ლო­ვე არ მომ­ხდა­რი­ყო“.

"სა­წოლს ერთი ადა­მი­ა­ნის წო­ნის გაძ­ლე­ბა შე­უძ­ლია. მო­მი­წევს ია­ტაკ­ზე ძილ­ში ვი­ვარ­ჯი­შო“ - წერ­და მა­შინ ის.

ფო­ტო­ებ­ზე, რო­მე­ლიც მა­შინ გავ­რცელ­და, "ან­ტი­სექს"-სა­წო­ლი შე­არ­ქვეს და და­დი­ო­და ხმე­ბი, რომ ისი­ნი ისე იყო დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი, რომ ინ­ტენ­სი­უ­რი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის ან მას­ზე ერ­თზე მეტი ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბო­ბის შე­დე­გად და­იშ­ლე­ბო­და.

gnjaq3ixkaadet7-39647-1722067898.jpeg

"ან­ტი­სექს-სა­წო­ლე­ბი" ერ­თვარ ციფ­რულ ლე­გენ­დად იქცა და სპორ­ტსმე­ნებ­მა მა­ლე­ვე უარ­ყვეს ინ­ფორ­მა­ცია მისი ფუნ­ქცი­ის შე­სა­ხებ და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ნა­თავ­სეს ვი­დე­ო­ე­ბი, სა­დაც ისი­ნი სა­წო­ლებ­ზე ხტუ­ნა­ო­ბენ. ამით სურ­დათ, სა­წო­ლის სიმ­ყა­რის­თვის გა­ეს­ვათ ხაზი. იხილეთ სრულად