"მე-11 კლასში მომიტაცეს, ქმრის ოჯახი სწავლას მიშლიდა..." - 41 წლის სტუდენტი ქალის მრავალფეროვანი ცხოვრება | Allnews.Ge

"მე-11 კლასში მომიტაცეს, ქმრის ოჯახი სწავლას მიშლიდა..." - 41 წლის სტუდენტი ქალის მრავალფეროვანი ცხოვრება

"მე-11 კლას­ში მო­მი­ტა­ცეს, ქმრის ოჯა­ხი სწავ­ლას მიშ­ლი­და... მე­ო­რედ თურქ მა­მა­კაც­ზე გავ­თხოვ­დი, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ე­ლია" - ქალი, ბევ­რი პრო­ფე­სი­ით: 41 წლის სტუ­დენ­ტის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბა

"სწავ­ლი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი ჩემ­ში ალ­ბათ გე­ნე­ტი­კუ­რად არის ჩა­დე­ბუ­ლი. იმ გა­რე­მო­ში, სა­დაც ვიზ­რდე­ბო­დი, გა­ნათ­ლე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტი იყო. ამი­ტომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა, სულ ვსწავ­ლობ" - გვე­უბ­ნე­ბა 41 წლის ნანა ბე­გი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც შარ­შან ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მარ­თლის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ი­რი­ცხა და მე­ო­რე კურ­სზე უმაღ­ლე­სი ქუ­ლე­ბით გა­და­ვი­და, რო­მელ­საც სტი­პენ­დი­აც და­ე­ნიშ­ნა...

უკვე მე­სა­მე პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბა და მის­თვის ეს შე­სა­ბა­მი­სად მე­სა­მე უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლია. ნა­ნას თურ­ქი მე­უღ­ლე ჰყავს, ამ­ჟა­მად თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენც იქ და­ვუ­კავ­შირ­დით.

- მე კი არა, 83 წლის ბებო მყავს და დღემ­დე აქ­ტი­უ­რად კი­თხუ­ლობს წიგ­ნებს, გა­ზე­თებს, ამას­თან, გვერ­დით უდევს ბლოკ­ნო­ტი, სა­დაც მის­თვის ახალ სი­ტყვებს იწერს. ხომ ვამ­ბობ, გე­ნე­ტი­კუ­რად გად­მო­მე­ცა სწავ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი... ჩემ­თვის არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი ასა­კი, გა­რე­მო, დაბ­რკო­ლე­ბა, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, გა­ნათ­ლე­ბა პირ­ველ ად­გილ­ზეა. ამი­ტო­მა­ცაა, რომ ახლა ჩემს მე­სა­მე პრო­ფე­სი­ას ვე­უფ­ლე­ბი.

- პირ­ვე­ლად უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში რო­მელ წელს ჩა­ა­ბა­რეთ?

- 2000 წელს „უცხო ენებ­ში“ ინ­გლი­სუ­რი ენის პე­და­გო­გი­ურ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. მა­შინ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის ენი­სა და კულ­ტუ­რის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ერ­ქვა. პე­და­გო­გო­ბა არ მინ­დო­და, მაგ­რამ დე­დაც პე­და­გო­გია, თბი­ლი­სის 77-ე სკო­ლის ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლია, ბე­ბოც პე­და­გო­გია და ჩემი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­აც მათი სურ­ვი­ლის გამო ავირ­ჩიე. მე ინ­გლი­სუ­რი ენის თარ­ჯიმ­ნო­ბა მინ­დო­და, რად­გან ინ­გლი­სურ ენას ბავ­შვო­ბი­დან ვსწავ­ლობ­დი.

- ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ გა­ა­მარ­თლა?

- კი, მაგ­რამ კარ­გად ვსწავ­ლობ­დი, თუმ­ცა ერთი ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია მაქვს... მე­თერ­თმე­ტეკ­ლა­სე­ლი ვი­ყა­ვი, რომ მო­მი­ტა­ცეს და მერე ღა­მის სკო­ლის დამ­თავ­რე­ბა მო­მი­წია... ოჯა­ხი, რო­მელ­შიც მოვ­ხვდი, წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, რომ მეს­წავ­ლა. მალე შვი­ლიც შე­მე­ძი­ნა. ჩემი ოჯა­ხიც სი­ხა­რუ­ლით არ შეხ­ვედ­რია იმ ქორ­წი­ნე­ბას. ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, იქ მე­ცხოვ­რა, სა­დაც აღ­მოვ­ჩნდი... ბავ­შვის დამ­ტო­ვე­ბე­ლი არ მყავ­და, ქი­რით ვი­ყა­ვით და შვილს ბი­ნის მე­პატ­რო­ნეს, მის შვი­ლებს, მე­ზო­ბელს ვუ­ტო­ვებ­დი...

e897463b-196d-47a8-b5b0-0f84d9417dc5-30024-1722074901.jpeg

- მი­უ­ხე­და­ვად ამ სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, სწავ­ლა მა­ინც შე­ძე­ლით...

- კი... პირ­ვე­ლი პრო­ფე­სია, ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი 2004 წელს და­ვამ­თავ­რე. მერე ჩუ­მად წა­ვე­დი და სინ­ქრო­ნუ­ლი თარ­გმნის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ზე შე­ვი­ტა­ნე სა­ბუ­თე­ბი. სტუ­დენ­ტი რომ გავ­ხდი, ამის შე­სა­ხებ მერე ვთქვი. 2 წელ­ში თარ­ჯი­მან-რე­ფე­რენ­ტის წო­დე­ბა მო­მა­ნი­ჭეს. მაგ კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე თბი­ლი­სის სა­გა­და­სა­ხა­დო ინ­სპექ­ცი­ა­ში - შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში. სულ სხვა გან­ხრით წა­ვე­დი, სა­დაც 2 წელი ვი­მუ­შა­ვე და ბო­ლოს კან­ცე­ლა­რი­ის უფ­რო­სის პოს­ტი­დან წა­მო­ვე­დი. იხილეთ სრულად