აქციის მონაწილეთა მსვლელობა ვაჟა-ფშაველას გამზირზე დასრულდა
აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობა ვაჟა-ფშაველას გამზირზე დაასრულეს. მომიტინგეების თქმით, ისინი 4 დეკემბერს, 19:00 საათზე პარლამენტთან კვლავ შეიკრიბებიან.
მათ თბილისის ქუჩებში მსვლელობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა მომიტინგეები წყლის ჭავლით დაშალა.
28 ნოემბრიდან მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.