"მარტოხელა დედაა... ნერვიულობს - ჯარიმის გადახდის საშუალება არ მაქვსო..." - ვინ არის ქალი, რომელმაც აქციაზე სპეცრაზმის კორდონი გაარღვია
ნანა ტომარაძე, რომელმაც წუხელ, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის კორდონი ფეხით გაარღვია, სასამართლომ ადმინისტრაციულ სმართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 600 ლარი დააკისრა.
როგორც მისმა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა, აღნიშნული პირის სასამართლო პროცესი ისე ჩატარდა, რომ სასამართლოს ამის შესახებ არ შეუტყობინებია.
- ის გახლავთ მარტოხელა დედა, ჰყავს 11 წლის შვილი და მასზე ნერვიულობს. როცა განვუმარტე, რომ შესაძლოა, ჯარიმა გამოუწერონ, ძალიან განერვიულდა. ამბობს, რომ არ აქვს საშუალება, რომ ჯარიმა გადაიხადოს.
როგორც ჩემთან საუბარში აღნიშნა, სამართალდამცავთა მხრიდან მასზე ძალადობა არ მომხდარა იმის გარდა, რაც ჩანს კადრებში. დანარჩენი შეფასების საკითხია. მხოლოდ იმას ამბობს, რომ უღებდნენ ტელეფონით და კითხვებს უსვამდნენ, მაგრამ თქვა, იმდენად ანერვიულებული ვიყავი, რომ ბევრი რამ არ მახსოვს, რას მეკითხებოდნენო. ახლა იზოლატორშია და შეუძლიათ 48 საათი იქ გააჩერონ, ან გადმოიყვანონ და გაიმართოს სასამართლო.
საქმე აღძრულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე მუხლით(პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა), რაც ითვალისწინებს 15 დღემდე პატიმრობას ან 5000 ლარამდე ჯარიმას....განაგრძეთ კითხვა