შესაძლებელია თუ არა ორსულის მუცლის ფორმის მიხედვით ბავშვის სქესის გამოცნობა?
ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანამგალობლიშვილისოციალურ ქსელშისაკუთარგვერდზესაუბრობს, მითია თუ რეალობა, რომ შესაძლებელია, მუცლის ფორმის მიხედვით ორსულმა ბავშვის სქესი გაიგოს:
- ამბობენ, თუ ორსულ ქალს მრგვალი და მაღალი მუცელი აქვს, მას გოგონა ეყოლება. ხოლო, თუ მას მოგრძო და დაბალი მუცელი აქვს, მაშინ ბიჭი ეყოლება. აღნიშნული მოსაზრება მომდინარეობს იმ პერიოდიდან, როდესაც ექოსკოპია არ არსებობდა და სანამ ქალი არ იმშობიარებდა, იქამდე არავინ იცოდა, მომავალი ბავშვის სქესი. ამიტომ, ცდილობდნენ, ჯერ კიდევ ორსულობის დროს ბავშვის სქესი სხვადასხვა ნიშნით ამოეცნოთ. არსებობდა და ახლაც არსებობს კალენდრები - მთვარის ფაზის მიხედვით, დაბადების თვის, ორსული ქალის ხასიათის მიხედვით და ასე შემდეგ, მაგრამ სამეცნიერო კვლევებით არც ერთი მათგანი არ დასტურდება. ორსულს შეიძლება, მრგვალი და მაღალი მუცელი ჰქონდეს როგორიც გოგო ნაყოფს ახასიათებს, მაგრამ ბიჭი დაიბადოს და პირიქით.
შესაძლებელია, თუ არა ბავშვის სქესის გამოთვლა და ზოგადად, რა მეთოდითაა სქესის დაგეგმვა შესაძლებელი:
- მომავალი ბავშვის სქესს სპერმატოზოიდი განსაზღვრავს. გოგონა დაიბადება, თუ ბიჭი, დამოკიდებულია იმაზე, კვერცხუჯრედს რომელი სპერმატოზოიდი გაანაყოფიერებს - X ქრომოსომის შემცველი, თუ Y ქრომოსომის. წინასწარ ბავშვის სქესის გამოთვლა შეუძლებელია. ასევე, სქესის დაგეგმვა ფიზიოლოგიურ ციკლში შეუძლებელია. მაგრამ, არსებობს ერთი მეთოდი - ინვიტრო განაყოფიერებით, როდესაც მიიღება ემბრიონები, მათი ანალიზით, პრეიმპლანტაციური გენეტიკური გამოკვლევაა შესაძლებელი, რომლის შედეგად ემბრიონის სქესი დგინდება და შემდეგ მისი გადატანა ხდება. მაგრამ, მოგეხსენებათ, ეს პროცედურა საკმაოდ ძვირად ღირებულია და თან ჩვენს ქვეყანაში სქესის მიხედვით ორსულობის დაგეგმვა კანონმდებლობით აკრძალულია.
როდის ცდება ექოსკოპია სქესის დადგენისას და რატომ ერევათ ხშირად გოგონა ბიჭში
მომავალი მშობლებისთვის მთავარია, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს და მშობიარობამ კარგად ჩაიაროს. თუმცა ორსულობის განმავლობაში თითქმის ყველა მშობელს აინტერესებს მომავალი ბავშვის სქესი. ექოსკოპიური კვლევა, როგორც წესი, სქესს ზუსტად ადგენს, მაგრამ დაახლოებით 100-დან 10 შემთხვევაში ცდება.
როდის შეიძლება შეცდეს ექო სქესის დადგენისას? წარმოგიდგენთ რამდენიმე მიზეზს. იხილეთ სრულად