"ჩხრეკების და დაკავებების ახალი ტალღა დაიწყეს დღეს..." - მიხეილ ჯანელიძე ირაკლი კობახიძესთან დებატებში მონაწილეობაზე უარს ამბობს | Allnews.Ge

"ჩხრეკების და დაკავებების ახალი ტალღა დაიწყეს დღეს..." - მიხეილ ჯანელიძე ირაკლი კობახიძესთან დებატებში მონაწილეობაზე უარს ამბობს

სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძე წერს, რომ არ აპი­რებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან დე­ბა­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რო­მე­ლიც უკვე 7 დღეა გა­ნუ­წყვეტ­ლივ აფიქ­სი­რებს თა­ვის ლე­გი­ტი­მურ პრო­ტესტს უკუ­რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია ჩემ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ, "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ეთერ­ში ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს­თან ერ­თად დაჯ­დო­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

შე­სა­ბა­მი­სად, მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­ვი­დე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე დღეს და­გეგ­მილ ეთერ­ში, რათა არ გა­მო­ვიწ­ვიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის კი­დევ უფრო გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა და პა­ტი­ვი ვცე მათ ემო­ცი­ებს. რო­გორც ად­რეც და­ვა­ფიქ­სი­რე, არა პრო­ტეს­ტან­ტე­ბის, არა­მედ, ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით მივ­დი­ო­დი, და ნამ­დვი­ლად არ მაქვს სურ­ვი­ლი, რომ ამ ქმე­დე­ბამ რა­ი­მე სა­ხის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის შე­სა­ხებ ეჭვი გა­ა­ჩი­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

ამას­თა­ნა­ვე, რო­გორც ვუ­ყუ­რებთ, ჩხრე­კე­ბის და და­კა­ვე­ბე­ბის ახა­ლი ტალ­ღა და­ი­წყეს დღეს.

აქვე გი­ზი­ა­რებთ ჩემს პო­ზი­ცი­ას, რის გაჟ­ღე­რე­ბა­საც ვა­პი­რებ­დი:

- სრუ­ლი სო­ლი­და­რო­ბა და მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა ასო­ბით მძი­მედ და­შა­ვე­ბულ პრო­ტეს­ტანტს.- სრუ­ლი სო­ლი­და­რო­ბა და მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა ყვე­ლა და­შა­ვე­ბულ ჟურ­ნა­ლისტს.

- სრუ­ლი სო­ლი­და­რო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა და­კა­ვე­ბულ პრო­ტეს­ტანტს.

- სრუ­ლი სო­ლი­და­რო­ბა და მხარ­და­ჭე­რა ყვე­ლა სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს, რო­მელ­თაც ღიად და­ა­ფიქ­სი­რეს სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია და ამის­თვის, სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხოვ­ნით ემუქ­რე­ბი­ან.ამ ყვე­ლაფ­რის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი, პირ­და­პირ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა არა­თუ ევ­რო­კავ­ში­რის ფუნ­და­მენ­ტურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, არა­მედ, სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას და ვე­რას­დროს გა­ა­წევ­რი­ა­ნებს ჩვენს ქვე­ყა­ნას ევ­რო­კავ­შირ­ში, თუმ­ცა თა­ვი­სუფ­ლად აქ­ცევს რუ­სულ ჭა­ო­ბად.

ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ერთი კა­ცის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის, მიერ სრუ­ლი მი­ტა­ცე­ბაა. ამას­თან მო­დის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ არ ხდე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის მიერ გა­ცე­მუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­სახ­სნე­ლად სა­ჭი­რო 9 რე­კო­მან­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა.ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბა, არა­თუ არ, არა­მედ ვერ გახ­სნის მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, რად­გან მათ არ შე­უს­რუ­ლე­ბი­ათ აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და არც მო­მა­ვალ­ში აპი­რე­ბენ, რო­მე­ლიც არის წი­ნა­პი­რო­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბის გა­სახ­სნე­ლად, და გა­ცხა­დე­ბუ­ლია 2024 წლის ევ­რო­კავ­ში­რის გა­ფარ­თო­ე­ბის ან­გა­რიშ­ში სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ. ეს ან­გა­რი­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია და ყვე­ლას შე­უძ­ლია გა­ეც­ნოს ქარ­თულ ენა­ზე.კო­ბა­ხი­ძე არ არის ხალ­ხის მიერ არ­ჩე­უ­ლი, არა­მედ არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი. მათი მხარ­დამ­ჭერ­თათ­ვი­საც კი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი უნდა იყოს ის, რომ ე.წ. არ­ჩევ­ნე­ბის წინ პარ­ტი­ის პირ­ველ ნომ­რად იყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი წარ­მოდ­გე­ნი­ლი და დღეს ისევ გა­უ­ჩი­ნარ­და. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ყვე­ლა­ფერ­ზე რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა და ის ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვერ გა­ექ­ცე­ვა, სხვა დამ­ნა­შა­ვე­ებ­თან ერ­თად".