„ქორთიარდ მარიოტთან“ 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებს უცნობი, მათ შორის ნიღბიანი პირები დაუპირისპირდნენ
სასტუმრო „ქორთიად მარიოტთან“, სადაც 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრა მიმდინარეობდა, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
უფრო კონკრეტულად, შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებს გარეთ უცნობი პირები დახვდნენ. აღნიშნულ პირების ნაწილის იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, ვინაიდან, მათ სახეზე ნიღბები ეკეთათ.
ამ წუთებში, პოლიცია მხარეებს შორის ვითარების განმუხტვას ცდილობს.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული პირები სუს-ის „ტიტუშკები“ არიან. ამ ეტაპზე, ოპოზიციის ნაწილი ტერიტორიის დატოვებას ცდილობს.