"გვინდა, საყოველთაო დაუმორჩილებლობა გადამდები გახდეს... დღე და ღამეს ვასწორებთ ქუჩაში" - ბაჩო ქაჯაია მასობრივ გაფიცვაზე და მიმართვა თეატრალურ საზოგადოებას | Allnews.Ge

"გვინდა, საყოველთაო დაუმორჩილებლობა გადამდები გახდეს... დღე და ღამეს ვასწორებთ ქუჩაში" - ბაჩო ქაჯაია მასობრივ გაფიცვაზე და მიმართვა თეატრალურ საზოგადოებას

"ჩვენ ახლა შე­ვიკ­რი­ბეთ იმ შე­ნო­ბის წინ, რო­მე­ლიც ისე­ვე არ ეკუთ­ვნის მსა­ხი­ო­ბებს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო არ ეკუთ­ვნის მო­სახ­ლე­ო­ბას. სა­ქარ­თვე­ლოს თე­ატ­რა­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ გა­უ­კე­თე­ბია არც ერთი გან­ცხა­დე­ბა ძა­ლა­დობ­რი­ვად და­კა­ვე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, არას­დროს და­უ­ცავს მსა­ხი­ო­ბე­ბის უფ­ლე­ბა.

ჩვენ, აქ შეკ­რე­ბი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან ვი­თხოვთ, გა­ე­მიჯ­ნოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რივ პო­ლი­ტი­კას, დაგ­მოს ძა­ლა­დო­ბა და მხარ­ში ამო­უდ­გეს ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბულს. თე­ატ­რებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი ვი­წყებთ გა­ფიც­ვას ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მშვი­დო­ბის­თვის. მო­გი­წო­დებთ ყვე­ლა თე­ატრს სა­ქარ­თვე­ლო­ში, და­უთ­მეთ სივ­რცე მა­ყუ­რე­ბელს ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი კრი­ზი­სის შე­სა­ხებ სა­სა­უბ­როდ" - გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვილ­მა მსა­ხი­ო­ბის სახ­ლში, სა­დაც 4 დე­კემ­ბერს, კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად გა­ი­ფიც­ნენ. აპ­რო­ტეს­ტე­ბენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბას და დე­მონ­სტრან­ტებ­ზე ძა­ლა­დო­ბას.

AMBEBI.GE ესა­უბ­რა მსა­ხი­ობ­სა და ტე­ლე­წამ­ყვანს ბაჩო ქა­ჯა­ი­ას:

- თით­ქმის ყვე­ლა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი ვი­ყა­ვით. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა გუ­შინ წინ გვქონ­და. რად­გან სპონ­ტა­ნუ­რად შე­ვიკ­რი­ბეთ, ბევ­რი თა­ნა­მო­აზ­რე და კო­ლე­გა არ იყო იქ. მსა­ხი­ო­ბის სახ­ლში მის­ვლის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი ის არის, რომ ამ პრო­ტეს­ტის ჩახ­შო­ბა სა­ო­ცა­რი ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით ხდე­ბა ე.წ. სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან. ჩვენ ამ გა­ფიც­ვით, პირ­ველ რიგ­ში გვინ­და მხარ­და­ჭე­რაც გა­მო­ვუ­ცა­დოთ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­ში დგა­ნან და მათ მი­მართ ძა­ლა­დობ­რი­ვი აქ­ტე­ბი შე­ჩერ­დეს. დამ­ყარ­დეს მშვი­დო­ბა. მა­ნამ­დე კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ჩარ­ჩო­დან, არ­ჩევ­ნე­ბი­თა თუ სხვა კა­ნო­ნი­ე­რი გზით ვე­ცა­დეთ, არ­ჩე­ვა­ნი დაგ­ვე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა, რო­მე­ლიც ასე­ვე წაგ­ვარ­თვეს. ამას­თან და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სივ­რცე­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სი შეგ­ვი­ჩე­რეს. კონ­სტი­ტუ­ცია აქაც და­არ­ღვი­ეს და თავ­ზე დაგ­ვა­ხი­ეს. ამი­ტომ გვრჩე­ბა ქუჩა და სა­ყო­ველ­თაო და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის გზა, რომ ყვე­ლა­ფე­რი და­ვაბ­რუ­ნოთ თა­ვის პო­ზი­ცი­ა­ში.

ბევ­რი და ყვე­ლა­ნა­ი­რი გე­მოვ­ნე­ბის მა­ყუ­რე­ბე­ლი გვყავს. ამი­ტო­მაც გა­ფიც­ვით, ამ პრე­ცე­დენ­ტით გვინ­და, რომ ეს სა­ყო­ველ­თაო და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა გა­დამ­დე­ბი გახ­დეს. უმ­ძი­მე­სია იმის მოს­მე­ნა, როცა ამ­ბო­ბენ, რომ ქუ­ჩა­ში ქარ­თვე­ლი ხალ­ხი კი არა, რა­ღაც ძა­ლა­დობ­რივ ჯგუ­ფე­ბი დგა­ნან, მა­შინ როცა ქუ­ჩა­ში 100 ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ვდგა­ვართ და დღე და ღა­მეს ვას­წო­რებთ. ამ ყვე­ლაფ­რის მკა­ფი­ოდ და­ფიქ­სი­რე­ბა გვინ­და...

ამას­თან იმა­საც ვხდე­ბით, რომ ისი­ნი ყვე­ლა­ფერს ხე­და­ვენ და ხვდე­ბი­ან, მაგ­რამ ბე­და­ვენ ამ­დე­ნი ხალ­ხი ძა­ლა­დობ­რივ ჯგუ­ფად შე­რა­ცხონ. ამი­ტომ დღეს ისევ ვიკ­რი­ბე­ბით რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში, რომ კი­დევ დავ­გეგ­მოთ შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი.

- ამ დროს არ­სე­ბო­ბენ სა­პი­რის­პი­რო პო­ზი­ცი­ა­ზე მყო­ფი თქვე­ნი კო­ლე­გე­ბი, ხე­ლო­ვა­ნე­ბი. თქვე­ნი შე­თან­ხმე­ბა რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია?

- მე ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა ერთ პო­ზი­ცი­ა­ზე ვართ, უბ­რა­ლოდ დღეს რა­ტომ­ღაც გმი­რო­ბა გა­მო­დის სი­მარ­თლის ლა­პა­რა­კი. კი, ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ნი ერთ აზ­რზე ვართ, უბ­რა­ლოდ ზოგს შე­უძ­ლია ამის გა­მო­ხატ­ვა, ზოგს - არა. თუკი ვინ­მე არის გა­მო­ნაკ­ლი­სი, ეგ არ ვიცი, თუმ­ცა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ეს ძა­ლა­დო­ბა მოგ­წონ­დეს, უმო­წყა­ლოდ ადა­მი­ა­ნე­ბის ცე­მას და ყვე­ლა­ნა­ი­რი ჩარ­ჩო­დან გას­ვლას მხარს უჭერ­დე?! არ მგო­ნია, მა­ინც ვინ­მე ამას ამარ­თლებ­დეს, შიგ­ნით, გულ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სხვას ფიქ­რობს. ამი­ტომ ამ ადა­მი­ა­ნებს ვაძ­ლევთ მა­გა­ლითს, პირ­ველ რიგ­ში მსა­ხი­ო­ბებს, რე­ჟი­სო­რებს, თე­ატ­რებს. სამ­წუ­ხა­როა, რომ მათი ასე­თი პო­ზი­ცი­აც სის­ტე­მის პრობ­ლე­მაა. იხილეთ სრულად