უნგრეთში სკოლებში ახალი საგანი - ფინანსური განათლება დაემატება
უნგრეთის სკოლების სასწავლო პროგრამას ახალი საგანი, ფინანსური განათლება დაემატება. აღნიშნული საგნის გავლა სავალდებულო მე-7-დან მეათე კლასის ჩათვლით იქნება. სასწავლო პროგრამაში ახალი საგნის დამატება უნგრელი ახალგაზრდების ფინანსური უნარების გაუმჯობესებას ემსახურება. ინფორმაცია, თუ რა პრინციპით იქნება წარმოდგენილი ფინანსური განათლება სკოლებში, უნგრეთის ეკონომიკის სამინისტრომ წარმოადგინა.
სამინისტროს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, ფინანსური განათლების გაკვეთილები მხოლოდ პროფესიული სკოლების სასწავლო გემაში იქნება სავადებულო. თუმცა, უნგრეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აღნიშნული საგანი ყველა სკოლის გარკვეულ კლასებში უნდა დაინერგოს, რადგან დღეს საბაზისო ფიანანსური უნარები გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ცნობილია, რომ ფინანსური განათლების გაკვეთილები მეშვიდედან მეათე კლასამდე იქნება სავალდებულო, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის ფინანსური განათლების საგანი დამოუკიდებლად იარსებებს თუ სხვა საგნის პროგრამაში მოხდება მისი კომპონენტების შეტანა.
ამასთანავე ცნობილია, რომ მესამედან მეექვსე კლასამდე ფინანსურ განათლებას მოსწავლეები სხვადასხვა საგნის დახმარებით მიიღებენ. რაც შეეხება მათემატიკას, ამ შემთხვევაში, სავარჯიშოების რაოდენობა, რომელიც ყოველდღიურ ფინანსურ ოპერაციებს გულისხმობს, გაიზრდება, რათა მოსწავლეებმა გაცილებით მეტი ცოდნა მიიღონ ამ კუთხით.
უნგრეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ უნდა დაეხმაროს ახალგაზრდებს მიიღონ გაცნობიერებული ფინანსური გადაწყვეტილებები, რისთვისაც მოსწავლეებმა მზადება ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყონ.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ცხოვრების განმავლობაში მიღებული ნებისმიერი სახის გადაწყვეტილებას აქვს პირდაპირი ან ირიბი ფინანსური შედეგები, აღნიშნული ასპექტის სიღრმისეული ცოდნა და ადრეულ ასაკშივე მომზადება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ფინანსური განათლების საგნის შემოღებამდე მასწავლებლები საგანგებოდ გადამზადდებიან. უნგრეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მათი ინიციატივა სასურველ მიზანს მიაღწევს და სტუდენტებისთვის დამატებითი არასასიამოვნო დატვირთვა არ იქნება.