როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე დიდი ციფრული მუზეუმი, რომელიც საფრანგეთში მდებარეობს | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე დიდი ციფრული მუზეუმი, რომელიც საფრანგეთში მდებარეობს

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ბორდოში მსოფლიოში ყველაზე დიდი ციფრული მუზეუმი - Bassins De Lumieres გაიხსნა.

მუზეუმის უზარმაზარი საგამოფენო სივრცე უახლესი აპარატურით არის აღჭურვილი, რაც მნახველებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამასთან, ხელოვნების ნიმუშების ციფრულ შოუს პარალელურად დარბაზებში კლასიკური მუსიკა ისმის.

The Guardians-ის ინფორმაციით, მუზეუმის ფართობი 3 000 კვ.მ.-ს შეადგენს, რაც 12 ჩოგბურთის კორტის ტერიტორიის ზომისაა.

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო მუზეუმში ჰიგიენური ნორმები უმაღლეს დონეზეა დაცული. დამთვალიერებლებს მოეთხოვებათ სახის დამცავი ნიღბები ატარონ და ერთმანეთისგან დისტანცია დაიცვან.

მუზეუმის პირველი და ყველაზე დიდ დარბაზი ავსტრიელი მხატვრის გუსტავ კლიმტის შემოქმედებას ეთმობა. ნახატებს შორისაა კლიმტის ყველაზე ცნობილი ტილო "კოცნა". გამოცემის ცნობით, კლიმტის შემოქმედებას შოუს 40 წუთი ეთმობა.

შემდეგი გამოფენა პაულ კლეეს ნამუშევრებია. კლეე მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი შვეიცარიელი იმპრესიონისტი მხატვარი იყო.

პანდემიის მიუხედავად, იდეის ავტორების თქმით მხოლოდ მიმდინარე წელს ისინი 400 000-ზე მეტ სტუმარს ელოდებიან.

რაც შეეხება მუზეუმის ფასებს, ზრდასრულებისთვის ის 13.5, მოზარდებისთვის კი 9 ევრო იქნება.

იხილეთ ვიდეო:

https://www.youtube.com/watch?v=shCzQcMInwo