თუ ვენეციაში ყოფნისას ამ 12 წესს არ დაიცავთ 25-დან 500 ევროს ოდენობით დაჯარიმდებით
პატივი ეცით ვენეციას. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, მაგრამ მოგიწევთ წესების მიხედვით თამაში ან საფასურის გადახდა. ეს ახალი კამპანიაა, რომელიც ქალაქის ადმინისტრაციამ ტურსტების რაოდენობის მატებასთან ერთად წამოიწყო. კამპანიის მიზანია, ტურისტებს წესების შესაბამისად მოქმედებისკენ მოუწოდოს, რადგან ვენეციას ვიზიტორების მზარდ რაოდენობასთან გამკლავება სულ უფრო მეტად უჭირს. კამპანია ტურისტებსა და ადგილობრივებში #EnjoyRespectVenezia-ის სახელითაა ცნობილი.
კამპანია სოციალური ქსელის, პოსტერებისა და ფლაერების მეშვეობით გავრცელდება. ქალაქის ადმინისტრაცია დამსვენებლებს სთხოვს, არ იცურაონ არხებში, დიდ ხანს არ შეყოვნდენენ ხიდებზე, არ დაყარონ ნაგავი, არ გამართონ პიკნიკი ხალხმრავალ ადგილას, არ იარონ ქალაქში ველოსიპედით და არ იარონ ქუჩაში საცურაო კოსტიუმით. წესების დამრღვევები დაჯარიმდებიან.
ქალაქის ადმინისტრაციის განმარტებით, ტურისტები უნდა მიხვდნენ რომ ეს ხუმრობა არ არის. კამპანია დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა. ის 12 ამკრძალავ ოქროს წესს მოიცავს, რომელიც აუცილებელია ვენეციაში წესრიგის დასაცავად.