ტურისტული ქალაქები აზიაში, სადაც ერთი ღამე სასტუმროში მაქსიმუმ 4 დოლარი ღირს
აზიაში მოგზაურობისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ადგილების მონახულებაა შეესაძლებელი, თან საკმაოდ იაფად. ძირითადი ტურისტული ქალაქების 2017 წლის სიის შედგენისას ცხადი გახდა, რომ ფასები საგრძნობლად შემცირებულია.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ 2016 წლის განმავლობაში აზიის ბევრი ქვეყნის ვალუტა დოლართან მიმართებით მნიშვნელოვნად გაუფასურდა, ამიტომ აღნიშნულ რეგიონში მგზავრობა მათთვის, ვინც დოლარს იყენებს უფრო იაფი გახდა..
ასევე აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონგის, სინგაპურის, მაკაოსა და ტოკიოს გარდა, აზიის უმეტესი ქვეყანა ფასის მიხედვით ერთ კატეგორიაში ერთიანდება. ყველაზე მოდერნისტულ და ძვირად ღირებულ ქალაქში ჩასვლისასაც მიხვდებით, რომ იქ დარჩენა საკმაოდ ხელმისაწვდომია.
პოკჰარა, ნეპალი
იმის გამო, რომ ვიზიტორთა უდიდესი ნაწილი პირველად კატმანდუში ჩადის, ის საკმაოდ ქაოსურია, თანაც მისი ღირსშესანინაობების ნახვა ორ დღეში სრულიად შესაძლებელია, ამიტომ მოგზაურების დანიშნულების შემდეგი ადგილი პოკჰარა ხდება, რომელიც ტურიზმის ჰაბად და ცნობილი ადგილის დათვალიერების საწყის წერტილად მიიჩნევა. საბედნიეროდ ის დედაქალაქს, არამხოლოდ ღირსშესანიშნაობების სიმრავლითა და იერსახით ჯობნის, არამედ შეღავათიანი ფასითაც.
ვალუტა: ნეპალური რუპია
ჰოსტელი საუკეთესო ფასად: Hotel Angel 4 დოლარი ღამეში
ტრანსპორტირება: 1 დოლარი
სასმელი და გართობა: 6 დოლარი
ღირსშესანიშნაობები: 1 დოლარი
საკვები: 7 დოლარი
ჩიანგმაი, ტაილანდი
ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილის დედაქალაქი მსოფლიოში მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი დანიშნულების ადგილია. ქალაქში ბევრი უძველესი ეკლესიაა, ირგვლივ კი თხრილები და კედელი აკრავს. ჩიანგმაი ნაკლებხმაურიანია, ვიდრე ბანგკოკი, და გაცილებით უფრო იაფიც.
ფულის ერთეული: ტაილანდური ბატი
საუკეთესო იაფფასიანი ჰოსტელი: Mapping Hostel – 3 დოლარი ღამეში
ტრანსპორტირება: 1,5 დოლარი
სასმელი და გართობა: 6,5 დოლარი
ღირსშესანიშნაობები: 3 დოლარი
საკვები: 6 დოლარი
ჰანოი, ვიეტნამი
მოგზაურთათვის ერთ-ერთმა ყველაზე იაფფასიანმა ქალაქმა ვიეტნამში ვიზიტორებისგან კარგი გამოხმაურება მოიპოვა. ამ ქალაქში ფრანგული კოლონიალიზმისა და აზიური პოსტ-კომუნიზმის უნიკალური სინთეზია. საკვები ასევე პირველი კლასისაა. ჰოსტელში ერთი საწოლის ღირებულება დაბალია, მაგრამ არც მთლიანი ოთახის დაქირავება ჯდება ძვირი.
ვალუტა: ვიეტნამური დონგი
საუკეთესო იაფფასიანი ჰოსტელი: Chien Hostel – 4 დოლარი ღამეში
ტრანსპორტირება:2 დოლარი
სასმელი და გართობა: 2,5 დოლარი
ღირსშესანიშნაობები: 1 დოლარი
საკვები: 9 დოლარი
ჰოშიმინი, ვიეტნამი
კიდევ ერთი იაფფასიანი და შთამბეჭდავი ქალაქი ვიეტნამში... ჰანოისთან შედარებით ეს ქალაქი უფრო მეტად მოდერნისტული და გაცილებით უფრო ცოცხალია. თუმცა, ჰოშიმინი საკვებისა და სასტუმროს ფასებით ვიეტნამის სხვა ქალაქებთან შედარებით ძვირია.
ვალუტა: ვიეტნამური დონგი
საუკეთესო იაფფასიანი სასტუმრო: Rou Hostel – 4 დოლარი ღამეში
ტრანსპორტირება: 1,5 დოლარი
სასმელი და გართობა: 3 დოლარი
ღირსშესანიშნაობა:1,5 დოლარი
საკვები: 9 დოლარი.
გოა ინდოეთი
ინდოეთი ზოგადად მოგზაურთათვის ძალიან მიმზიდველი მიმართულებაა. გუა უფრო მეტად პატარა შტატიუა, ვიდრე ქალაქი, ასე რომ ის საკუთარ თავში სანაპირო ქალაქებსაც აერთიანებს. გოას ხსენებისას ხშირად ჰიპები და ელექტრონული მუსიკა ახსენდებათ. გოას ნებისმიერ წერტილზე ვერ იტყვი იაფიაო, თუმცა ზოგადად მაინც იაფფასიან მიმართულებად ითვლება.
ვალუტა: ინდური რუპია
საუკეთესო იაფფასიანი ჰოსტელი: Anjunapalms Guesthouse – 3 დოლარი ღამეში
ტრანსპორტირება: 1 დოლარი
სასმელი და გართობა: 4 დოლარი
ღირსშესანიშნაობა: 1,5 დოლარი
საკვები: 10 დოლარი